top of page

ᲡᲠᲣᲚᲘ ᲡᲞᲔᲥᲢᲠᲘᲡ ᲛᲣᲚᲢᲘᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ - Terranova

Price

75,00GEL

  • ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებული კომპლექსი ამარაგებს ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - სრული სპექტრის მულტივიტამინების კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ აუცილებელ საკვებ დანამატს, რომელიც აერთიანებს 29 სახეობის ვიტამინსა და მინერალს. ფორმულა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას და უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას და ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკს. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს, კაროტინოიდებს, A, E, D, K2 ვიტამინებს, ალფა ლიპოის მჟავას, არაბინოგალაქტანსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


უნიკალური შემადგენლობის დახმარებით კომპლექსი ორგანიზმს უზრუნველყოფს ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ენერგიის, იმუნიტეტის და ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამასთან, ხელს უწყობს ენერგიის დონის გაუმჯობესებას, კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობას, მეტაბოლიზმის რეგულაციასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას. ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • ჰიპო და ავიტამინოზი
  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • არასრულფასოვანი კვება

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ვიტამინი C (კალციუმის, მაგნიუმის & თუთიის ასკორბატი)- 75 მგ
  • ვიტამინი E (დ-ალფა ტოკოფერილ სუქცინატი) - 100 სე
  • კალციუმი (ციტრატი, კარბონატი & ასკორბატი) - 30 მგ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 25 მგ
  • პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) - 25 მგ
  • ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 20 მგ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 20 მგ
  • ნიაცინი (ნიაცინამიდი) - 20 მგ
  • ციტრუსის ბიოფლავონოიდები - 20 მგ
  • მაგნეზიუმი (ციტრატი, ოქსიდი & ასკორბატი) - 15 მგ
  • ინოზიტოლი - 15 მგ
  • ქოლინის ბიტარტრატი - 15 მგ
  • თუთია (კარბონატი) - 10 მგ
  • არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) - 5.5 მგ
  • ბუნებრივი ბეტა კაროტინი/შერეული კაროტინოიდები - 4.5 მგ
  • ალფა ლიპოის მჟავა - 2 მგ
  • მანგანუმი (ბისგლიცინატის ქელატი) - 1.5 მგ
  • რკინა (ბისგლიცინატის ქელატი) - 1.5 მგ
  • სპილენძი (გლუკონატი) - 1.25 მგ
  • ბორი (ნატრიუმის ბორატი)- 1 მგ
  • ვიტამინი A (რეტინილის პალმიტატი) - 2500 სე
  • ფოლატი (კალციუმის L-მეთილფოლატი) - 200 მკგ
  • იოდი (კალიუმის იოდიდი) - 150 მკგ
  • ბიოტინი (D-ბიოტინი) - 100 მკგ
  • ქრომი (პიკოლინატი) - 50 მკგ
  • ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - 50 მკგ
  • სელენი (სელენომეთიონინი) - 50 მკგ
  • ვიტამინი K2 - 10 მკგ
  • ვიტამინი D3 (ვეგანური ქოლეკალციფეროლი - მიღებული ლიქენიდან) - 200 სე
  • Magnifood-ის კომპლექსი - 450 მგ
  • სპირულინა (Spirulina platensis) - 200 მგ
  • ქერის ღივი (Hordeum vulgare) - 100 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 50 მგ
  • ქაცვის ნაყოფი (Hippophae rhamnoides) - 50 მგ
  • მაყვალი (Rubus fruticosus) - 25 მგ
  • წყლის წიწმატის ფოთოლი (Nasturtium officinale) - 25 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • შეიცავს ქერის ღივს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართე ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო სრული სპექტრის მულტივიტამინების კომპლექსის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page