top of page

ᲛᲐᲒᲜᲘᲣᲛᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 100 ᲛᲒ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203791247
Price

75,00GEL

  • ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და აუმჯობესებს ენერგიის დონეს 

  • ხელს უწყობს ელექტროლიტურ ბალანსს ორგანიზმში

  • უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

  • ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას

  • აუმჯობესებს ფსიქოლოგიური ფუნქციების მდგომარეობას

  • მიიღება ოსტეოპოროზის, დაღლილობის, მენოპაუზის, ინსომნიის (უძილობა), გულ-სისხლძარღვთა ან/და ნერვული სისტემის დარღვევის, სტრესისა და შფოთვის, კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს

  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას, ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - მაგნიუმის კომპლექსი წარმოადგენს 100%-ით მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე საკვებ დანამატს, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში და აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის, წნევის რეგულირებისთვის, კუნთებისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალია, მისი ნაკლებობა ხშირად დაკავშირებულია კუნთების სპაზმებთან, დაღლილობასა და ძილის დარღვევებთან.

 

თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა დამატებით შეიცავს Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რათა გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის შეწოვა და აქტივაცია.

 

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ოსტეოპოროზი
  • დაღლილობა
  • მენოპაუზა
  • ინსომნია (უძილობა)
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა
  • ნერვული სისტემის დარღვევა
  • სტრესი და შფოთვა
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • მაგნიუმი (ბისგლიცინატის ქელატი) - 100 მგ
  • პირიდოქსალ 5 - ფოსფატი (PLP) - 0.5 მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 275 მგ
  • სტაბილიზირებული ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100 მგ
  • მწვანე შვრიის თესლი (Avena Sativa) - 50 გ
  • ჭინჭრის ფოთოლი (Urtica Dioica) - 50 მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita Pepo) - 50 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებისთვის მიიღება 2-4 კაფსულა კვების დროს.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • შეიცავს შვრიის მარცვლებს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართე ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

100 მგ. მაგნიუმის კომპლექსის 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock