top of page

ᲤᲔᲠᲛᲔᲜᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲐᲨᲕᲐᲒᲐᲜᲓᲐ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203794774
Price

85,00GEL

  • ხელს უწყობს ფიზიკურ და მენტალურ გამძლეობას 
  • აძლიერებს ენერგიის გამომუშავებას და ამცირებს დაღლილობას 
  • ამცირებს სტრესს, შფოთვასა და დაძაბულობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, სიმინდის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - ფერმენტირებული აშვაგანდა წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის, 100%-ით მცენარეული ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომლის ძირითადი მოქმედება დაკავშირებულია სტრესის მართვასა და ფსიქოლოგიურ-ფიზიკური დატვირთვის შემცირებასთან. ეს საკვები დანამატი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ფიზიკური, ემოციური და მენტალური სტრესისადმი, ასევე, უზრუნველყოფს ქალებში მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას, ხოლო მამაკაცებში აუმჯობესებს სექსუალურ დისფუნქციას.


ფორმულაში შემავალი აშვაგანდა მიღებულია მრავალსაფეხურიანი ფერმენტაციის გზით - ამ მეთოდით მიღებული აქტიური ნივთიერება მარტივად შეიწოვება ორგანიზმში, აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება და ადვილად გადამუშავდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში. უნიკალური ფორმულა არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • სტრესი
  • ფიზიკური და ფსიქიკური ამტანობის შემცირება
  • ნერვული სისტემის დარღვევები
  • უენერგიობა
  • სუსტი იმუნიტეტი
  • ანთება

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ფერმენტირებული აშვაგანდას ფესვი (Withania somnifera) - 150 მგ
  • აშვაგანდას ფესვი (Withania somnifera) - 100 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება ერთი კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. 

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • სედატიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო ან სხვა რეცეპტული საშუალებებით მკურნალობისას დანამატების მიღებამდე სასურველია პაციენტებმა მიმართონ მკურნალ ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

ფერმენტირებული აშვაგანდას 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page