top of page

ᲤᲝᲚᲘᲡ ᲛᲟᲐᲕᲐᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 400 ᲛᲙᲒ - Terranova

Price

60,00GEL

  • ხელს უწყობს უჯრედების ჯანმრთელ ფუნქციასა და დნმ-ის სინთეზს 
  • მნიშვნელოვანია ნაყოფის ჯანსაღი განვითარებისთვის ორსულობის დროს
  • ამცირებს დაღლილობას და ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი/წითელი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, სიმინდის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - ფოლის მჟავას კომპლექსი უზრუნველყოფს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შევსებას ორსულობამდე და ორსულობის დროს, არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, უზრუნველყოფს ანემიის პრევენციას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ფოლატს კალციუმის L-მეთილფოლატის სახით, რომელიც მაღალი ბიოშეღწევადობით ხასიათდება, ასევე, Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.

 

უნიკალური ფორმულა ორსულობის დროს იცავს ნაყოფს ტერატოგენური ფაქტორების ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებასა და ფუნქციონირებას. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს გენეტიკური მასალის სინთეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას. ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე საკვებ დანამატებს.


ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევა
  • სხვადასხვა გენეზის ანემია
  • ჰომოცისტეინის დონის მომატება
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ფოლის მჟავა (კალციუმის L-მეთილფოლატი) - 400 მკგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 500 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 200 მგ
  • ჭარხალი (Beta vulgaris) - 150 მგ
  • ისპანახის ფოთოლი (Spinacia oleracea) - 75 მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 75 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართე ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო ფოლის მჟავას კომპლექსის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page