top of page

ᲒᲚᲣᲙᲝᲖᲐᲛᲘᲜᲘ, ᲥᲝᲜᲓᲠᲝᲘᲢᲘᲜᲘ & ᲑᲝᲡᲕᲔᲚᲘᲐᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203791926
Price

105,00GEL

  • ხელს უწყობს სახსრების მოძრაობისა და მოქნილობის შენარჩუნებას 
  • უზრუნველყოფს ხრტილის, იოგების, მყესებისა და სინოვიალური სითხის ფორმირებას 
  • ამცირებს სახსრების ტკივილსა და ანთებას 
  • ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ნაცრისფერი/მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - გლუკოზამინი, ქონდროიტინი & ბოსველიას კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. საკვები დანამატი უზრუნველყოფს ხრტილის, იოგების, მყესებისა და სინოვიალური სითხის ფორმირებას.


თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს გლუკოზამინს, ქონდროიტინს, ბოსველიას ექსტრაქტსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.

 


უნიკალური ფორმულა ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას სინთეზს, ამცირებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების საჭიროებას, აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას, მოქმედებს ხრტილის ჰიდრატაციაზე და აუმჯობესებს სახსრის მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს.


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • სახსრების ტკივილი
  • სახსრების ანთებითი დაავადებები
  • სპორტული ტრავმები

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი - 1000 მგ
  • ქონდროიტინის სულფატი - 600 მგ
  • ბოსველიას ექსტრაქტი (Boswellia serrata) - 100 მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 600 მგ
  • ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 200 მგ
  • ჯინჯერის ფესვი (Zingiber officinale) - 200 მგ
  • სვია (Humulus lupulus) - 100 მგ
  • როზმარინის ფოთოლი (Salvia Rosmarinus) - 100 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება ორი კაფსულა დღეში ორჯერ.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • დიაბეტის მქონე პაციენტებმა დანამატის მიღებამდე სასურველია მიმართონ მკურნალ ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

გლუკოზამინის, ქონდროიტინისა და ბოსველიას კომპლექსის 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page