top of page

ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘ D3 2000 ᲡᲔ & K2 100 ᲛᲙᲒ - Terranova

Price

115,00GEL

  • ხელს უწყობს კალციუმის ეფექტურ შეწოვასა და განაწილებას ორგანიზმში 
  • ამყარებს ძვლებსა და კბილებს 
  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას
  • აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას
  • აუმჯობესებს D ვიტამინის შეწოვას ორგანიზმში
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova ვიტამინი D3 & K2 კომპლექსი უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცეს, იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს D3 ვიტამინს ქოლეკალციფეროლის ფორმით, ვიტამინ K2-სა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის შეწოვა და ეფექტურობა. გარდა ამისა, ფორმულაში შევხვდებით საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს, რომლებიც დამატებით აძლიერებენ საკვები დანამატის ბიოშეღწევადობას.


უნიკალური ფორმულა აერთიანებს ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორ აუცილებელ ვიტამინს, რომელთა ერთობლივი მოქმედება ხელს უწყობს კალციუმის სათანადოდ ათვისებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. საკვები დანამატი მნიშვნელოვნად აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს სხეულის დაცვას სხვადასხვა ინფექციებისგან. ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ოსტეოპოროზი
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • კალციუმის მეტაბოლიზმის დაქვეითება
  • იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • MCT ფხვნილი (ვეგანური საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები) - 50 მგ
  • K2 როგორც MK-7 (MenaQ7®)* - 100 მკგ
  • D3 ვიტამინი (მიღებული ლიქენიდან) - 2000 სე
  • Magnifood - ის კომპლექსი - 500 მგ
  • სტაბილიზირებული ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 150 მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 100 მგ
  • შიიტაკე (Lentinula edodes) - 100 მგ
  • კალეს ფოთოლი (Brassica oleracea var acephala) - 100 მგ
  • ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 50 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ანტიკოაგულანტური საშუალებებით (ვარფარინი) მკურნალობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართე ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო ვიტამინი D3 & K2 კომპლექსის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page