top of page

ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘ D3 ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 2000 ᲡᲔ - Terranova

Price

65,00GEL

  • ხელს უწყობს ჯანმრთელ ძვლებსა და კბილებს 
  • აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციას 
  • აძლიერებს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას 
  • უზრუნველყოფს D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი/მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - ვიტამინი D3 კომპლექსი უზრუნველყოფს იმუნური და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვით ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის შედედების პროცესსა და ფარისებრახლო ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებასა და ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებაში.


თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს D3 ვიტამინსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.

 


უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი, კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას და მათ საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ძვლებსა და კბილებში. ასევე, არეგულირებს ნერვული იმპულსების გატარებას.

 


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევა
  • ზედა სასუნთქი გზების გართულებები
  • ძვლების ჯანმრთელობის დარღვევა
  • კალციუმის მეტაბოლიზმის დაქვეითება
  • ანთებითი პროცესები
  • D ვიტამინის დეფიციტი
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი, მიღებულია ლიქენიდან) - 2000 სე
  • Magnifood-ის კომპლექსი - 300 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 300 მგ
  • ქინძის ფოთოლი (Coriandrum sativum) - 75 მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 75 მგ
  • შიიტაკე (Lentinula edodes) - 75 მგ
  • სპირულინა (Spirulina platensis) - 75 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართე ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო ვიტამინი D3 (2000 სე) კომპლექსის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page