ᲫᲕᲚᲘᲡ ᲓᲐᲛᲮᲛᲐᲠᲔ ᲛᲣᲚᲢᲘᲜᲣᲢᲠᲘᲔᲜᲢᲘ (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan
90,00 ₾
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
ძვლის დამხმარე მულტინუტრიენტის ფორმულა შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვინც ზრუნავს ძვლის ჯანმრთელობასა და მისი მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებაზე. საკვები დანამატი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინ D3-ს, ვიტამინ K2-სა და ბორს.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი), Lithothamnium calcareum (კალციუმისა და მაგნიუმის წყარო), ბორი (კალციუმის ტეტრაბორატი), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), მიკროკრისტალური ცელულოზა, ასკორბინის პალმიატი, სილიციუმის დიოქსიდი, ვიტამინი K2 (MK-7), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულის გარსი).
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, რძის, სოიოს ან ხორბლის პროდუქტებს, მღებავ, დამატკბობელ ნივთიერებებს ან არომატიზატორებს.
- კალციუმი საჭიროა ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად, იგი პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებში ძვლებს მინერალებით უზრუნველყოფს. ძვლის დაბალი მინერალური სიმკვრივე არის ოსტეოპოროზიული ძვლის მოტეხილობის რისკ-ფაქტორი
- ორგანიზმში მაგნიუმის 70% ძვლებში ინახება. მაგნიუმი საჭიროა ნორმალური ძვლოვანი ქსოვილის შესანარჩუნებლად, ასევე, ის ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებასა და ცილების სინთეზს
- ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვასა და გამოყენებას და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ძვლებისათვის. ვიტამინი D3 Cytoplan-ის საკვებ დანამატებში წარმოდგენილია ყველაზე მაღალი ბიოშეღწევადობის ფორმით, მიღებულია ლიქენიდან და შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის
- ვიტამინი K შედის, როგორც K2 (პოლიქინონი=ვიტამინი K1, მენაქინონი=ვიტამინი K2, მენადიონი=ვიტამინი K3 (MK-7)) - ეს არის ცილების მნიშვნელოვანი კოფაქტორი, რომლებიც აუცილებელია ძვლის აგების პროცესისთვის და შესაბამისად, ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღეს. ასევე, მნიშვნელოვანია K ვიტამინის მიღება D ვიტამინთან ერთად, რათა უზრუნველყოს კალციუმის დეპონირება ძვლებში და არა რბილ ქსოვილებში, შესაბამისად, იცავს სისხლძარღვებს კალციუმის ფოლაქების ჩალაგებისგან
- საკვები დანამატი ასევე შეიცავს მინერალურ ბორს
ორგანიზმში კალციუმის ნორმალური დონე განმსაზღვრელია ისეთი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესებისა და ფუნქციებისა, როგორებიცაა:
- კუნთების ფუნქცია
- ნეიროტრანსმისია
- სისხლის შედედება
- ენერგეტიკული მეტაბოლიზმი
- საჭმლის მომნელებელი ფერმენტის ფუნქცია
კალციუმი საჭიროა ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად, ასევე, ბავშვებში ძვლების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
მაგნიუმის სარგებელი:
- დაღლილობისა და დაძაბულობის შემცირება
- ელექტროლიტური ბალანსი
- ნორმალური ძვლებისა და კბილების შენარჩუნება
მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ნორმალურ:
- ფსიქოლოგიურ ფუნქციას
- ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს
- კუნთების ფუნქციას
- ნერვული სისტემის ფუნქციას
- ცილის სინთეზს
- უჯრედების დაყოფას
D ვიტამინის სარგებელი:
- კალციუმისა და ფოსფორის ნორმალური შეწოვა და გამოყენება
- სისხლში კალციუმის ნორმალური დონე
- ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შენარჩუნება
- კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნება
- იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება
ვიტამინი D ასევე მნიშვნელოვანია:
- ბავშვებში ძვლის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის
- უჯრედების გაყოფის პროცესში
K ვიტამინის სარგებელი:
- ჯანსაღი ძვლების შენარჩუნება
- სისხლის შედედების ნორმალიზება
2 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲘᲡ ᲙᲕᲔᲑᲘᲗᲘ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ
| აქტიური ნუტრიენტი | რაოდენობა | კვებითი ღირებულება |
| Calcium - კალციუმი | 150mg | 19 |
| Magnesium - მაგნიუმი | 150mg | 40 |
| Vitamin K2 (MK-7) - ვიტამინი | 60mcg | 80 |
| Vitamin D3 - ვიტამინი | 30mcg | 600 |
| Boron - ბორი | 3mg | * |
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
თუ ექიმის მიერ სხვა დანიშნულება არ არსებობს, მიიღე 1-2 კაფსულა დღეში.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
Cytoplan-ის ძვლის დამხმარე მულტინუტრიენტის 60 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Cytoplan
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity
Out of stock





















