top of page

Green Child ᲡᲐᲑᲐᲕᲨᲕᲝ ᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲘ D3 400 ᲡᲔ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203794255
Price

40,00GEL

  • ხელს უწყობს კალციუმის ეფექტურ შეწოვასა და ძვლების განვითარებას 
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას 
  • ხელს უწყობს ორგანიზმში ვიტამინი D3-ის ნორმალური დონის შენარჩუნებას
  • მიიღება 4-დან 12 წლამდე ბავშვებში და უზრუნველყოფს D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე/ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 2 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - Green Child საბავშვო ვიტამინი D3 წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც გამოიყენება 4-12 წლის ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს D3 ვიტამინსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ნივთიერებების ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


ეს უნიკალური ფორმულა აღადგენს ორგანიზმში D ვიტამინის ნორმალურ დონეს, აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების განვითარებას. იგი მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლაში, ასევე, გამოიყენება რაქიტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს.


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • D ვიტამინის დეფიციტი 4-12 წლის ბავშვებისთვის
  • რაქიტი
  • ოსტეომალაცია

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ვიტამინი D3 (მიღებულია ლიქენიდან) - 400 სე
  • Magnifood - ის კომპლექსი - 325 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100 მგ
  • ქინძი (Coriandrum sativum) - 50 მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 50 მგ
  • სპირულინა (Spirulina platensis) - 25 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

  • 4-12 წლის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.
  • ბავშვებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხეს (წვენი, სმუზი, იოგურტი)

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Green Child საბავშვო ვიტამინი D3-ის 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page