top of page

Green Child ᲡᲐᲑᲐᲕᲨᲕᲝ ᲛᲣᲚᲢᲘᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲔᲑᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203794385
Price

55,00GEL

  • ხელს უწყობს ბავშვების იმუნური სისტემის გაძლიერებას 
  • უზრუნველყოფს ჯანსაღი ზრდისა და განვითარების პროცესს 
  • აუმჯობესებს ენერგიის დონესა და საერთო კეთილდღეობას 
  • ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებული კომპლექსი ამარაგებს ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. საბავშვო მულტივიტამინი განკუთვნილია 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 2 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - Green Child საბავშვო მულტივიტამინები წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ აუცილებელ საკვებ დანამატს 4-12 წლის ბავშვებისთვის. ის აერთიანებს 13 ვიტამინს, 10 მინერალსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ნივთიერებების შეწოვა და აქტივაცია.

 

ეს უნიკალური ფორმულა აღადგენს ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნორმალურ დონეს, მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლაში, ასევე, ზრდის მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობისა და სტრესის შემცირებას და უზრუნველყოფს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების განვითარებას.


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ვიტამინი C (კალციუმის & მაგნიუმის ასკორბატი) - 50 მგ
  • კალციუმი (კარბონატი & ასკორბატი) - 50 მგ
  • მაგნიუმი (ოქსიდი & ასკორბატი) - 25 მგ
  • დოკოზაჰექსაენოინის მჟავა - 25 მგ
  • ნიაცინი (ნიაცინამიდი) - 8 მგ
  • ვიტამინი E (D-ალფა ტოკოფერილ სუქცინატი) - 5 მგ
  • პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) - 5 მგ
  • რკინა (ბისგლიცინატის ქელატი [Ferrochel™]) - 5 მგ
  • თუთია (ბისგლიცინატის ქელატი [TRAACS™]) - 3 მგ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 1 მგ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 1 მგ
  • ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 0.8 მგ
  • მანგანუმი (ბისგლიცინატის ქელატი [TRAACS™]) - 0.5 მგ
  • ვიტამინი A (პალმიტატი) - 400 მკგ
  • სპილენძი (გლუკონატი) - 0.3 მგ
  • ფოლატი (კალციუმის l-მეთილფოლატი) - 200 მკგ
  • იოდი (კალიუმის იოდიდი) - 75 მკგ
  • ბიოტინი (d-ბიოტინი) - 50 მკგ
  • სელენი (სელენომეთიონინი) - 20 მკგ
  • ქრომი (პიკოლინატი) - 10 მკგ
  • K2 როგორც MK-7 (MenaQ7®)* - 10 მკგ
  • ვიტამინი D3 (მიღებულია ლიქენიდან) - 200 სე
  • მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი) - 2.5 მკგ
  • ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - 2 მკგ
  • Magnifood - ის კომპლექსი - 290 მგ
  • სპირულინა (Spirulina platensis) - 100 მგ
  • ჭარხალი (Beta vulgaris) - 50 მგ
  • მაყვალი (Rubus fruticosus) - 50 მგ
  • ისპანახი (Spinacia oleracea) - 20 მგ
  • ბროკოლი (Brassica oleracea) - 20 მგ
  • წყლის წიწმატი (Nasturtium officinale) - 20 მგ
  • ბაბუაწვერა (Taraxacum officinalis) - 20 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 10 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი 

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

  • 4-12 წლის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად
  • ბავშვებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხეს (წვენი, სმუზი, იოგურტი)

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Green Child საბავშვო მულტივიტამინების 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page