top of page

ᲛᲝᲛᲜᲔᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲤᲔᲠᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203790677
Price

70,00GEL

  • ხელს უწყობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების უკეთ მონელებას 
  • ამცირებს მძიმე საკვების მონელებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს 
  • ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელ ფუნქციონირებას 
  • აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვასა და ოპტიმალურ მონელებას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მომწვანო/მოყავისფრო წვრილმარცვლოვანი ფხვნილი 
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, სიმინდის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - მომნელებელი ფერმენტების კომპლექსი წარმოადგენს მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვასა და ოპტიმალურ მონელებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ფართო სპექტრის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


ეს უნიკალური ფორმულა აერთიანებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ფართო ჯგუფს, მათ შორის, პროტეაზას, ამილაზასა და ლიპაზას, რომლებიც სინერგიულად მუშაობს ცილების, ნახშირწყლების, ცხიმებისა და ბოჭკოების დასაშლელად. ასევე, აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ამცირებს დისკომფორტს მუცლის არეში. აღსანიშნავია ალფა გალაქტოზიდაზა, რომელიც მარტივად უმკლავდება ისეთ რთულ კარბოჰიდრატებს, როგორიცაა ლობიო და სხვა მარცვლეული პროდუქტები.

 


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა
  • დისპეფსია
  • ნახშირწყლების აუტანლობა
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი
  • საკვების აუტანლობა

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • პროტეაზა (A. oryzae) 14,690 HUT - 27.6 მგ
  • ამილაზა (A. oryzae) 2,545 DU - 16.9 მგ
  • ლაქტაზა (A. oryzae) 727 ALU - 7.3 მგ
  • გლუკოამილაზა (A. niger) 6.5 AGU - 7.3 მგ
  • ალფა-გალაქტოზიდაზა (A. niger) 109 GalU - 7.3 მგ
  • პროტეაზა (A. niger) 36 SAPU - 6.8 მგ
  • ინვერტაზა (S. cerevisiae) 291 SU - 3.3 მგ
  • ლიპაზა (C. rugosa) 349 FIP - 1.9 მგ
  • გლუკოამილაზა (R. oryzae) 0.72 AGU - 1.1 მგ
  • ლიპაზა (A. niger) 7.27 FIP - 0.15 მგ
  • ლიპაზა (R. oryzae) 7.27 FIP - 0.15 მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 450 მგ
  • კამის თესლი (Foeniculum vulgare) - 100 მგ
  • ქერის ღივი (Hordeum vulgare) - 100 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100 მგ
  • ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 50 მგ
  • არტიშოკის ფოთოლი (Cynara scolymus) - 50 მგ
  • ილის ნაყოფის გარსი (Elettaria cardamomum) - 25 მგ
  • ნაღველას ფესვი (Gentiana lutea) - 25 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია 1 კაფსულა მსუბუქი კვების წინ, ხოლო 1 ან 2 კაფსულა ძირითადი კვების წინ.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, ცელიაკიის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართე ექიმს
  • შეიცავს ქერის ღივს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართე ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

მომნელებელი ფერმენტების კომპლექსის 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page