top of page

ᲥᲠᲝᲛᲘ, ᲓᲐᲠᲘᲩᲘᲜᲘ & ᲚᲘᲞᲝᲘᲡ ᲛᲟᲐᲕᲐ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203791827
Price

75,00GEL

  • აძლიერებს ინსულინის მოქმედებას, აქვეითებს მადას, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილ საკვებზე მოთხოვნილებას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - ქრომი, დარიჩინი & ლიპოის მჟავას კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზისა და ტრიგლიცერიდების დონის ნორმალიზებას. ასევე, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას, აქვეითებს მადას, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილ საკვებზე მოთხოვნილებას, აუმჯობესებს იმუნური და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ქრომს, ალფა ლიპოის მჟავას, თუთიას, ქვერცეტინს, ასტრაქსანტინსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


უნიკალური ფორმულა ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, იცავს მიოკარდიუმის ცილებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • სისხლში შაქრის დონის დარღვევა
  • ჭარბი წონა
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევები
  • მეტაბოლური სინდრომი

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ალფა ლიპოის მჟავა - 150 მგ
  • ქვერცეტინი (იაპონური სტიფნოლობიუმი) - 50 მგ
  • თუთია (ბისგლიცინატის ქელატი) - 10 მგ
  • ასტაქსანტინი - 500 მკგ
  • ქრომი (პიკოლინატი) - 200 მკგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 975 მგ
  • დარიჩინი (Cinnamomum zeylanicum/verum) - 700 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 125 მგ
  • მაჩა მწვანე ჩაის ფოთოლი (Camellia sinensis) - 50 მგ
  • ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 50 მგ
  • ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 50 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
  • ანტიდიაბეტური საშუალებებით მკურნალობისას დანამატის მიღებამდე პაციენტებმა სასურველია მიმართონ მკურნალ ექიმს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

ქრომის, დარიჩინისა და ლიპოის მჟავას კომპლექსის 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page