top of page

ᲝᲛᲔᲒᲐ 3-6-7-9 ᲖᲔᲗᲘ (250 ᲛᲚ) - Terranova

SKU 5060203790882
Price

95,00GEL

  • აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას 
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას 
  • ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებას 
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს
  • ამარაგებს ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით
  • ქილაში მოთავსებულია ქარვისფერი, მომწარო გემოს მქონე, ბლანტი ზეთი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 18 თვე
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სიმინდის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - ომეგა 3-6-7-9 ზეთი წარმოადგენს მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით. ფორმულა აერთიანებს 100%-ით მცენარეული ინგრედიენტებისგან მიღებულ ომეგა 3-6-7-9 ცხიმოვან მჟავებს. ეს უნიკალური ფორმულა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ანთებით პროცესებს, ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, ინსულინრეზისტენტობისა და დიაბეტის განვითარების რისკს.


ომეგა 3-6-7-9 ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას, ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებასა და წონის კორექციას. გარდა ამისა, ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციური მოქმედება, რაც ორგანიზმის საერთო სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ნუტრიენტების დეფიციტი
  • აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი ან დისბალანსი
  • კოგნიტური უნარების დაქვეითება
  • ნევროლოგიური დარღვევები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • კანის პრობლემები (მშრალი კანი, კანის ტენიანობის დაკარგვა, დაბერების ნიშნები)
  • ჰორმონალური დისბალანსი

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

5 მლ. ჩაის კოვზი შეიცავს:

  • ომეგა 3 - 1703 მგ, ომეგა 6 - 1252 მგ, ომეგა 7 - 24 მგ, ომეგა 9 - 114 მგ
  • ორგანული სელის თესლის ზეთი (Linum usitatissimum) - 65.994%
  • ომეგა 3 - 58%, ომეგა 6 - 14%, ომეგა 9 - 19%
  • ორგანული კანაფის თესლის ზეთი (Cannabis sativa) - 20%
  • ომეგა 3 - 20%, ომეგა 6 - 60%, ომეგა 9 - 12%
  • ორგანული ზეითუნის ზეთი (Cannabis sativa) - 8%
  • ომეგა 3 - 1%, ომეგა 6 - 8%, ომეგა 9 - 75%
  • ორგანული კიტრისუნას თესლის ზეთი (Borago officinalis) - 3%
  • ომეგა 3 - 0%, ომეგა 6 - 80%, ომეგა 9 - 20%
  • ორგანული ქაცვის ნაყოფის ზეთი (Hippophae rhamnoides) - 2%
  • ომეგა 3 - 3%, ომეგა 6 - 6%, ომეგა 7 - 35%, ომეგა 9 - 22%
  • ორგანული ბრინჯის ქატოს ზეთი (Oryza sativa) - 1%
  • ომეგა 3 - 1%, ომეგა 6 - 39%, ომეგა 9 - 42%
  • ტოკოფეროლი (ვიტამინი E) - 0.006%.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1 ჩაის კოვზი 1-3-ჯერ დღეში (ზეთის მიღება შეგიძლია საკვებთან ერთად).

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • არ გამოიყენება საკვების მოსამზადებლად

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 18 თვე და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე. გახსნის შემდეგ პროდუქტი მოათავსე მაცივარში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

250 მლ. ომეგა 3-6-7-9 ზეთი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page