top of page

ᲞᲠᲔᲜᲐᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲣᲚᲢᲘᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ - Terranova

Price

65,00GEL

  • ხელს უწყობს ჯანმრთელ ორსულობას 
  • ამდიდრებს დედისა და ნაყოფის ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით 
  • ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკებსა და ტოქსიკოზის სიმპტომებს
  • ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებასა და ანომალიების პრევენციას
  • განაპირობებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მომწვანო-მონაცრისფრო/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების,  ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - პრენატალური მულტივიტამინების კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ აუცილებელ საკვებ დანამატს, რომელიც განაპირობებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს, კაროტინოიდებს, C, E, D ვიტამინებსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


უნიკალური ფორმულა გათვლილია ორსული ქალისა და ნაყოფის დღიურ მოთხოვნილებებზე - არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსსა და გლუკოზის დონეს სისხლში, ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკებსა და ტოქსიკოზის სიმპტომებს. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებასა და ანომალიების პრევენციას, ინოზიტოლი ბუნებრივად ზრდის პროგესტერონის დონეს, ხოლო ქოლინი აუცილებელი კომპონენტია ნაყოფის მემბრანის ფორმირებისთვის.


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ორსულობის დაგეგმვის პერიოდი
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • კალციუმი (კარბონატი, ციტრატი & ასკორბატი) - 100 მგ
  • მაგნიუმი (ოქსიდის, ციტრატის და ასკორბატი) - 50 მგ
  • რკინა (ბისგლიცინატის ქელატი) - 15 მგ
  • თუთია (ბისგლიცინატის ქელატი) - 10 მგ
  • ციტრუსის ბიოფლავონოიდები - 20 მგ
  • DHA (დოკოზაჰექსაენოინის მჟავა) - 15 მგ
  • ვიტამინი E (დ-ალფა ტოკოფერილ სუქცინატი) - 20 მგ
  • ბუნებრივი ბეტა კაროტინი/შერეული კაროტინოიდები - 2 მგ
  • ნიაცინამიდი - 15 მგ
  • ქოლინის ბიტარტრატი - 5 მგ
  • სპილენძი (გლუკონატი) - 1 მგ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 5 მგ
  • ვიტამინი C (კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის ასკორბატი) - 60 მგ
  • პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატი) - 5 მგ
  • ინოზიტოლი - 5 მგ
  • მანგანუმი (ბისგლიცინატის ქელატი) - 0.5 მგ
  • სელენი (სელენომეთიონინი) - 25 მკგ
  • ვიტამინი D3 (ვეგანური ქოლეკალციფეროლი - ლიქენიდან) - 400 სე
  • ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 3 მგ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 3 მგ
  • ფოლატი (კალციუმის L-მეთილფოლატი) - 400 მკგ
  • ქრომი (პიკოლინატი) - 20 მკგ
  • იოდი (კალიუმის იოდიდი) - 100 მკგ
  • ბიოტინი (d-ბიოტინი)- 150 მკგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 350 მგ
  • კალეს ფოთოლი (Brassica oleracea var acephala) - 100 მგ
  • მაყვალი (Rubus fruticosus) - 50 მგ
  • მოცვის ნაყოფი (Vaccinium myrtillus) -50 მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 50 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 50 მგ
  • ჭარხალი (Beta vulgaris) - 25 მგ
  • ისპანახის ფოთოლი (Spinacia oleracea) - 25 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • დანამატის მიღება დაუშვებელია სამ წლამდე ბავშვებისთვის

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

შეგიძლია შეიძინო პრენატალური მულტივიტამინების კომპლექსის როგორც 50, ისე 100 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page