top of page

ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - ᲗᲘᲗᲘᲡ ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ - Haakaa

SKU 9420060208955
Price

33,00GEL

  • Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი ბავშვს მცირე ასაკიდანვე აჩვევს პირის ღრუს ჰიგიენური ნორმების დაცვას
  • ორი განსხვავებული ზომისა და ზედაპირის კბილის ჯაგრისი უზრუნველყოფს ბავშვის კბილებისა და ღრძილების ნაზ და სრულფასოვან წმენდას
  • გამოიყენება 0 თვიდან
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი სპეციალურად შექმნილია პატარებისთვის 0 თვიდან, რათა ადრეული ასაკიდანვე განუვითარდეთ ჯანსაღი ჩვევები და შეინარჩუნონ პირის ღრუს ჯანმრთელობა ზრდასრულ ასაკშიც კი.
100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ჯაგრისის სუპერ რბილი და კომფორტული ჯაგრულები ნაზად ასუფთავებს პატარას მგრძნობიარე პირის ღრუს და ეხმარება კბილის ამოსვლის ტკივილის შემსუბუქებაში.

 

ნაკრებში შედის ორი ზომის - S და L - თითის კბილის ჯაგრისები კომპაქტურ შესანახ ყუთთან ერთად.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პირველ გამოყენებამდე პროდუქტი გარეცხე და გაასტერილე ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. ჯაგრისის გარეცხვა რეკომენდებულია ყოველი გამოყენების შემდგომ. პროდუქტი უნდა გაირეცხოს თბილ, საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.
ჯაგრისის შეცვლა სასურველია 3-4 თვეში ერთხელ.
 

  • ორი ზომიდან აარჩიე შენთვის სასურველი ჯაგრისი, გამოიყენე საბავშვო კბილის პასტა, ოდნავ დაასველე თბილ წყალში და ნაზი წრიული მოძრაობებით დაუმასაჟე შენს პატარას ღრძილები და კბილები

 

გაითვალისწინე: დაზიანების შემთხვევაში პროდუქტი არ გამოიყენო.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page