ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - Goat Wool ᲑᲐᲕᲨᲕᲘᲡ ᲗᲛᲘᲡ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲕᲐᲠᲪᲮᲔᲚᲘ - Haakaa
72,00GEL
- Haakaa - Goat Wool ბავშვის თმის ჯაგრისი და სავარცხელი შექმნილია ჩვილის თმის ყოველდღიური მოვლისთვის
- ნაზი მატყლის ჯაგრულები არ იწვევს ქავილსა და გაღიზიანებას
- უზრუნველყოფს სებორეული დერმატიტის პრევენციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
- გამოიყენება 0 თვიდან
- 100%-ით ნატურალური და ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Haakaa - Goat Wool ბავშვის თმის ჯაგრისი და სავარცხელი შექმნილია ჩვილების თმის ყოველდღიური მოვლისთვის. ნაზი მატყლის ჯაგრულები არ იწვევს ქავილსა და გაღიზიანებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ჯანსაღ ზრდას. ნაკრები უზრუნველყოფს სებორეული დერმატიტის, ქერტლისა და აკვნის ქუდის წარმოქმნის პრევენციას. პროდუქტი დამზადებულია 100%-ით ნატურალური მასალებისგან, რაც ეფექტურად იცავს ბავშვის მგრძნობიარე კანს.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
- თმის ჯაგრისი - ბრაზილიური ჰევეას ხე და თხის მატყლი
- სავარცხელი - ნეკერჩხლის ხე
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
ჯაგრისის ეფექტურად გასაწმენდად რეკომენდებულია შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენება. გასუფთავებისას დარწმუნდი, რომ ჯაგრისის ხის სახელური არ დასველდება. პროდუქტი გააშრე სრულყოფილად, რათა თავიდან აიცილო ჯაგრისზე ობის, ხოლო ხის ზედაპირზე ბზარების გაჩენა. ნეკერჩხლის ხის სავარცხელი გაწმინდე მშრალი ქსოვილით, ხოლო შესანახი ჩანთისთვის გამოიყენე სარეცხი მანქანა. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.
- ნელი, წრიული მოძრაობით დაუმასაჟე ბავშვს სკალპი
- საჭიროების შემთხვევაში, გამოყენების შემდეგ გაასუფთავე ჯაგრისი და სავარცხელი.
გაითვალისწინე: პროდუქტი დამზადებულია 100%-ით ნატურალური ნივთიერებებისგან - შესაძლოა თავდაპირველად პროდუქტს ჰქონდეს სპეციფიკური სუნი, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება.
- არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
- მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის პროდუქტის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
პროდუქტი შეინახე ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით. ნეკერჩხლის ხის სავარცხელმა შესაძლოა ბუნებრივად გამოყოს ზეთი, რაც ყვითელ კვალს დატოვებს პროდუქტზე. გამოყოფილი ნივთიერება არის უვნებელი და არატოქსიკური. ამ პროცესის შესაფერხებლად რეკომენდებულია მისი გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას შენახვა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Haakaa
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
ახალი ზელანდია
Quantity