top of page

ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - Mushroom ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲯᲐᲛᲘ ᲓᲠᲔᲙᲐᲓᲘ ᲩᲐᲜᲒᲚᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲙᲝᲕᲖᲘᲗ - Haakaa

SKU 9420060227871
Price

151,00GEL

  • Mushroom სილიკონის ჯამი დრეკადი ჩანგლითა და კოვზით სასიამოვნოს და მოსახერხებელს ხდის ბავშვის კვებას
  • დრეკადი კოვზისა და ჩანგლის გამოყენება უსაფრთხოა ბავშვებისთვის, ხოლო თავსახური ხელს უწყობს ტემპერატურის შენარჩუნებას
  • სილიკონის სადგამი მტკიცედ ეკვრის ზედაპირს, რაც ხელს უწყობს ბავშვს, იკვებოს დამოუკიდებლად და სუფთად
  • რეკომენდებულია ბავშვებში 4-6 თვიდან
  • პროდუქტი ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Mushroom სილიკონის ჯამი დრეკადი ჩანგლითა და კოვზით უფრო სასიამოვნოს და მოსახერხებელს ხდის ბავშვის კვებას. კოვზისა და ჩანგლის რბილი და დრეკადი სტრუქტურა ამცირებს პოტენციური ტრავმის რისკს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. თავის მხრივ, ჯამის თავსახური ხელს უწყობს საკვების ტემპერატურის შენარჩუნებას, ხოლო სილიკონის სადგამი უზრუნველყოფს მტკიცე ფიქსაციას მაგიდის ზედაპირზე, რაც ბავშვს ეხმარება, იკვებოს დამოუკიდებლად და სუფთად. პროდუქტი დამზადებულია 100%-ით საკვები სილიკონისგან, არატოქსიკურია და არ ზიანდება იატაკზე დავარდნის შემთხვევაში. მოსახერხებელი ფორმის დახმარებით ჯამის გამოყენება შესაძლებელია თეფშად, რაც დამატებითი კომფორტია მშობლებისთვის.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • სოკოს ფორმის ჯამი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • დრეკადი ჩანგალი & კოვზი - საკვები ხარისხის სილიკონი, რკინა

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, ხოლო სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

რჩევა:

  • კვებამდე შეამოწმე საკვების ტემპერატურა
  • საკვების გაცხელებისას ან პროდუქტის სტერილიზაციისას ჯამს მოხსენი თავსახური

 

გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • კოვზი ან ჩანგალი არ მოათავსო მიკროტალღურ ღუმელში, რადგან ისინი შეიცავს რკინის ღერძს
  • მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის პროდუქტის დატოვება არ არის რეკომენდებული

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page