top of page

Happii Bear ᲤᲠᲩᲮᲘᲚᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲘᲡ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ (ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ) - Haakaa

SKU 9420060216349
Price

143,00GEL

  • Haakaa - Happii Bear ფრჩხილის მოვლის ნაკრების დახმარებით ფრჩხილის მოვლა უფრო სწრაფი და მარტივია
  • LED განათება და დაბალი ხმა უზრუნველყოფს ფრჩხილების კომფორტულ და უსაფრთხო მოვლას და არ არღვევს ბავშვის მშვიდ ძილს
  • იტენება USB კაბელის დახმარებით, სრულად დამუხტვის შემთხვევაში უწყვეტად მუშაობს 2 საათის განმავლობაში
  • გამოიყენება როგორც ახალშობილებში, ისე მოზრდილებში (შესაბამისი თავაკის მიხედვით)
  • პროდუქტი ეკო-მეგობრულია და არ შეიცავს BPA-ს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Happii Bear ფრჩხილის მოვლის ნაკრების გამოყენებით ფრჩხილების მოვლა გაცილებით სწრაფი, მარტივი და ეფექტურია. აპარატის პოლარული დათვის დიზაინი სპეციალურად შექმნილია ბავშვის ყურადღების მისაპყრობად, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ფრჩხილის მოვლის პროცესს. პროდუქტის ერგონომიული ფორმა ამცირებს დისკომფორტისა და დაზიანების რისკს, ხოლო LED განათება და დაბალი ხმა უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას ბავშვის მშვიდი ძილის დარღვევის გარეშე. აპარატი იტენება USB კაბელით და სრულად დამუხტვის შემთხვევაში უწყვეტად მუშაობს 2 საათის განმავლობაში. მისი თავაკები ადვილად მაგრდება პროდუქტზე და ბრუნავს როგორც საათის ისრის მიმართულებით, ისე საწინააღმდეგოდ. წნევის რეგულირებადი სიჩქარე უზრუნველყოფს ფრჩხილების ეფექტურ და მოხერხებულ მოვლას. პროდუქტი განკუთვნილია როგორც ახალშობილების, ასევე მოზრდილების ფრჩხილის მოვლისთვის. თითოეული თავაკის ასაკთან შესაბამისი ფერი მითითებულია შეფუთვაზე. ქეისი ხელს უწყობს ნაკრების უსაფრთხო შენახვას და კომფორტულს ხდის მის ტრანსპორტირებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აკრილნიტრილბუტადიენური სტირენი, პოლიპროპილენი, ზოგადი დანიშნულების პოლისტირონი, ზუმფარას ქაღალდი, 500mAh Li-ion ელემენტი.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავებამდე დარწმუნდი, რომ აპარატი გამორთულია. გაწმენდა რეკომენდებულია მშრალი, რბილი ქსოვილით ან ყურის ჩხირით, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. ნაკრების არც ერთი კომპონენტისთვის არ არის მიზანშეწონილი ქიმიური ხსნარების, წყლის ან აბრაზიული საწმენდის გამოყენება. პირველ გამოყენებამდე აპარატი სრულად დატენე USB კაბელის გამოყენებით - მისი ერთი ბოლო დაუკავშირე ფრჩხილის მოვლის აპარატს, ხოლო მეორე - კომპიუტერს ან დამტენ ადაპტერს. სანამ აპარატი სრულად დაიტენება, შუქი წითელია, დამუხტვის შემდეგ კი ფერს მწვანედ იცვლის.

 

  • მაშინ როცა აპარატი 0 მაჩვენებელზეა, ის გამორთულია
  • R1 (სიჩქარე 1) აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
  • R2 (სიჩქარე 2) აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით მძლავრად
  • L1 (სიჩქარე 1) აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
  • L2 (სიჩქარე 2) აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მძლავრად

 

  • გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ ფრჩხილის მოვლის აპარატი დატენილია
  • შეარჩიე შენთვის სასურველი თავაკი და მოარგე აპარატს
  • მოათავსე ბავშვის ხელი კომფორტულად და ჩართე აპარატი ნელი სიჩქარით, ფრთხილად დაიწყე ფრჩხილზე თავაკის გადატარება
  • აპარატი დაარეგულირე სასურველ სიჩქარესა და მიმართულებაზე ისე, რომ გამოყენება იყოს უსაფრთხო
  • დაზიანების თავიდან ასაცილებლად ყოველ მომდევნო ფრჩხილზე გადასვლისას გამორთე აპარატი და დარწმუნდი, რომ ბავშვი კომფორტულადაა
  • პროცესის დასრულების შემდეგ თავაკები გაწმინდე მშრალი ქსოვილით, ხოლო ბავშვს დაბანე ხელები
  • გამოყენების შემდეგ თავაკები მოხსენი აპარატიდან და კვლავ მოათავსე შესანახ ქეისში

 

გაითვალისწინე: გამოიყენე მხოლოდ ის USB, რომელიც პროდუქტს ახლავს. სხვა კაბელის გამოყენებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. თუ აპარატს რეგულარულად არ იყენებ, რეკომენდებულია მისი დატენვა თვეში მინიმუმ ერთხელ, რათა ხელი შეუწყო ბატარეის გამართულად ფუნქციონირებას.

 

  • დაზიანებული პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული
  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო USB კაბელი
  • ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის პროდუქტის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო
  • USB კაბელი შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • თავაკები უშუალოდ კანზე არ გამოიყენო, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება
  • პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ცხოველებისთვის
  • აპარატს გამოყენებისას არ დაატანო ძალა, რადგან თავაკის ბრუნვა გამოიწვევს წვის შეგრძნებასა და დისკომფორტს. ასეთ დროს დაუყოვნებლივ გამორთე აპარატი
  • აპარატის გამოყენებისას მბრუნავი თავაკები არ გააჩერო ერთსა და იმავე ადგილას ხანგრძლივად, რათა თავიდან აიცილო ფრჩხილის დაზიანება ან ტკივილი
  • პროდუქტი არ არის წყალგაუმტარი
  • პროდუქტის გამოყენების შემდეგ ფრჩხილის მოვლის ნაკრების ყველა კომპონენტი მოათავსე შესანახ ყუთში, რათა თავიდან აიცილო შემთხვევითი დაზიანება
  • პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული სუსტ, დაზიანებულ, დაავადებულ ან მტვრევად ფრჩხილებზე

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page