Generation 3 ᲞᲠᲔᲛᲘᲣᲛ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ (ᲜᲐᲪᲠᲘᲡᲤᲔᲠᲘ) - Haakaa
402,00GEL
- Haakaa - Generation 3 პრემიუმ ნაკრები მოიცავს აუცილებელ პროდუქტებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ახალშობილის ზრდის ყველა ეტაპზე
- ნაკრებში შემავალი პროდუქტები ამარტივებს და კომფორტულს ხდის ბავშვის კვებას, რძის მოგროვებასა და შენახვას
- თითოეული კომპონენტი თავსებადია Gen. 3 ბოთლთან
- მოსახერხებელი ფორმის დახმარებით მარტივია როგორც გამოყენება, ისე გასუფთავება
- დამზადებულია საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Generation 3 პრემიუმ ნაკრები მოიცავს აუცილებელ პროდუქტებს, რომლებიც ახალშობილის ზრდის ყველა ეტაპზე გამოიყენება - ნაკრებში შემავალი პროდუქტები ამარტივებს და კომფორტულს ხდის ბავშვის კვებას, რძის მოგროვებასა და შენახვას. თითოეული კომპონენტი თავსებადია Gen. 3 ბოთლთან.
ნაკრებში შედის:
- Haakaa - Generation 3 რძის ბუნებრივი საწველი (250 მლ)
უზრუნველყოფს რძის უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას. საწველის მრავალფუნქციური ფორმა სრულად თავსებადია Gen. 3 თაობის სხვადასხვა ნაწილთან. რძის ბუნებრივი საწველის თავი მარტივად ნაცვლდება ანტიკოლიკური საწოვარით, რომელიც ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. მოსახერხებელი და პორტატული დიზაინი კი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას როგორც ყოველდღიურად, ასევე მოგზაურობისას.
- Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი (160 მლ)
თავსებადია Gen. 3 პროდუქტების სხვადასხვა ნაწილთან. ბოთლის საწოვარა მარტივად ნაცვლდება რძის ბუნებრივი საწველის თავით, საკვები კოვზითა და თავსახურით. ბოთლს მოყვება ნელი ნაკადის საწოვარა, რომელიც გამოიყენება 0-დან 3 თვემდე ბავშვებში.
- Haakaa - ბავშვის ბოთლის საწრუპი
უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული საწრუპი თავსებადია Gen. 3 ბოთლთან, უსაფრთხოდ გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან და არ აღიზიანებს პირის ღრუს. მილის ბოლოში დამაგრებული სიმძიმისა და დრეკადი ფორმის დახმარებით უმარტივებს ბავშვს სითხის სრულად მიღებას.
- Haakaa - Generation 3 ბოთლის საკვები კოვზი
თავსებადია Gen. 3 ბოთლთან და სპეციალურად შექმნილია დედებისთვის, რომელთაც სურთ პატარების გამოკვება მარტივად და კომფორტულად, დამატებითი კონტეინერისა და კოვზის გარეშე, რის გამოც პრაქტიკულია მისი გამოყენება გადაადგილებისას. ჯვარედინი ჭრილი უზრუნველყოფს ბოთლიდან როგორც სითხის, ისე ფაფის მარტივად გამოდინებას, ხოლო სითხის ნაკადის დარეგულირება შესაძლებელია მცირე წნევით. საკვები კოვზი გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან.
- Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა - S ზომა
დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან და სპეციალურად შექმნილია Gen. 3 ბოთლებისთვის. ანტიკოლიკური საწოვარა ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ბუნებრივ ფორმას და ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. საწოვარას აქვს ნელი ნაკადი და განკუთვნილია 0-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის.
- Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა - L ზომა
დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან და სპეციალურად შექმნილია Gen. 3 ბოთლებისთვის. ანტიკოლიკური საწოვარა ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ბუნებრივ ფორმას და ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. საწოვარას აქვს ცვალებადი ნაკადი და გამოიყენება 6 თვიდან.
- Haakaa - რძის ბუნებრივი საწველის ყვავილის ფორმის საცობი
იდეალურად ერგება რძის ბუნებრივ საწველს და უზრუნველყოფს დაცვას რძის მოულოდნელი დაღვრისგან.
- Haakaa - Generation 3 საბავშვო ბოთლის რგოლი (2 ცალი)
თავსებადია Gen. 3 ბოთლებთან. მისი დახმარებით ბოთლზე მყარად ფიქსირდება ნაკრებში შემავალი კომპონენტები, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის გამოყენებას 5 სხვადასხვა დანიშნულებით.
- Haakaa - Generation 3 საბავშვო ბოთლის თავსახური (2 ცალი)
თავსებადია Gen. 3 ბოთლებთან, იცავს სილიკონის ნაწილებს მტვრისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
- საბავშვო ბოთლი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი, პოლიფენილსულფონი
- ანტიკოლიკური საწოვარა - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
- დასალუქი ფირფიტა - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
- საბავშვო ბოთლის რგოლი და თავსახური - პოლიპროპილენი
- საკვები კოვზი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
- საწრუპი - საკვები ხარისხის სილიკინი, უჟანგავი ფოლადი
- ყვავილის ფორმის საცობი - საკვები ხარისხის სილიკონი
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, ასევე, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლის დახმარებით, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში.
რძის ბუნებრივი საწველის გამოყენება:
- მოათავსე საწველი მკერდზე ისე, რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირე ხელი და დააფიქსირე
- თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლია დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
- თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებითი მოჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს
- როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირე ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორე მკერდს, სადგამის დახმარებით შეგიძლია მყარად და უსაფრთხოდ დაამაგრო საწველი ბრტყელ ზედაპირზე ან რძე გადაიტანო მინის ბოთლში.
სილიკონის საბავშვო ბოთლის გამოყენება:
- ბოთლში დაამატე სასურველი რაოდენობის რძე
- ფრთხილად მოათავსე საწოვარა რგოლში და დაამაგრე ბოთლზე
- დარწმუნდი, რომ საწოვარა მჭიდროდ არის დაფიქსირებული, რათა თავიდან აირიდო რძის გადმოღვრა
გაითვალისწინე:
- არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
- ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული პროდუქტის დამოუკიდებლად, ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე გამოყენება
- შეიცავს უჟანგავი ფოლადის ნაწილებს - მიკროტალღური ღუმელის გამოყენება არ არის რეკომენდებული
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Haakaa
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
ახალი ზელანდია
Quantity