top of page

ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲡᲐᲬᲛᲔᲜᲓᲘ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ - Haakaa

Price

86,00GEL

  • Haakaa - სილიკონის საწმენდი ჯაგრისი სრულფასოვნად ასუფთავებს საბავშვო ჭურჭელსა და სხვა აქსესუარებს
  • სხვადასხვა ზომის სილიკონის ჯაგრისი ეფექტურად ასუფთავებს ძნელად მისადგომ კუთხეებს
  • მოსახერხებელი ფორმის დახმარებით გამოყენება მარტივია
  • უზრუნველყოფს 360°-იან წმენდას
  • დამზადებულია საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - სილიკონის საწმენდი ჯაგრისის ნაკრები სპეციალურად შექმნილია საბავშვო ჭურჭლისა და სხვა აქსესუარების სრულყოფილი წმენდისთვის. ორმხრივი სილიკონის ჯაგრისის უნიკალური ფორმა უზრუნველყოფს 360°-იან წმენდას. დიდი და მცირე ზომის ჯაგრულას დახმარებით ეფექტურად ასუფთავებს როგორც საწველსა და რძის ბოთლს, ისე მცირე ზომის აქსესუარების ძნელად მისადგომ კუთხეებს. კომპლექტში დამატებით შედის 2 განსხვავებული ზომის მილისებრი ჯაგრისი რბილი სილიკონის კიდეებით, რომლებიც იდეალურია ვიწრო ადგილების წმენდისთვის, მაგალითად, საწრუპებისთვის, ხსენის კოლექტორისა და საწოვარასთვის და სხვა. 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • სილიკონის ჯაგრისი (ორმხრივი) - საკვები ხარისხის სილიკონი, უჟანგავი ფოლადი
  • სილიკონის მილის ჯაგრისი (დიდი) - საკვები ხარისხის სილიკონი
  • სილიკონის მილის ჯაგრისი (პატარა) - საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

რეკომენდებულია ჯაგრისების ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის უჟანგავი ფოლადი განაცალკევე სილიკონისგან, სილიკონის ნაწილები მოათავსე ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. უჟანგავი ფოლადის კომპონენტების დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული მათი მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსება სტერილიზაციის მიზნით. შენახვამდე დარწმუნდი, რომ  ჯაგრისის ყველა კომპონენტი მშრალია.

 

გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • უჟანგავი ფოლადი არ მოათავსო მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში სტერილიზაციის მიზნით

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲤᲔᲠᲘ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page