top of page

ᲤᲠᲩᲮᲘᲚᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲘᲡ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ (ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ) - Haakaa

Price

83,00GEL

  • Haakaa - ბავშვის ფრჩხილის მოვლის ნაკრების დახმარებით ფრჩხილის მოვლა უფრო სწრაფი და მარტივია
  • LED განათება და დაბალი ხმა უზრუნველყოფს ფრჩხილების კომფორტულ და უსაფრთხო მოვლას და არ არღვევს ბავშვის მშვიდ ძილს
  • საჭიროებს ელემენტებს
  • გამოიყენება როგორც ახალშობილებში, ისე მოზრდილებში (შესაბამისი თავაკის მიხედვით)
  • პროდუქტი ეკო-მეგობრულია და არ შეიცავს BPA-ს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - ბავშვის ფრჩხილის მოვლის ნაკრების გამოყენებით ფრჩხილების მოვლა გაცილებით სწრაფი, მარტივი და ეფექტურია. პროდუქტის ერგონომიული ფორმა ამცირებს დისკომფორტისა და დაზიანების რისკს, ხოლო LED განათება და დაბალი ხმა უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას ბავშვის მშვიდი ძილის დარღვევის გარეშე. თავაკები ადვილად მაგრდება პროდუქტზე და ბრუნავს როგორც საათის ისრის მიმართულებით, ისე საწინააღმდეგოდ. წნევის რეგულირებადი სიჩქარე უზრუნველყოფს ფრჩხილების უსაფრთხო და მოხერხებულ მოვლას. პროდუქტი განკუთვნილია როგორც ახალშობილების, ასევე მოზრდილების ფრჩხილის მოვლისთვის. თითოეული თავაკის ასაკთან შესაბამისი ფერი მითითებულია შეფუთვაზე. ქეისი ხელს უწყობს ნაკრების უსაფრთხო შენახვას და კომფორტულს ხდის მის ტრანსპორტირებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აკრილნიტრილბუტადიენური სტირენი, პოლიპროპილენი, ზოგადი დანიშნულების პოლისტირონი, ზუმფარას ქაღალდი, 500mAh Li-ion ელემენტი.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავებამდე დარწმუნდი, რომ აპარატი გამორთულია. ფრჩხილის მოვლის ნაკრების გაწმენდა რეკომენდებულია მშრალი, რბილი ქსოვილით ან ყურის ჩხირით, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. ნაკრების არც ერთი კომპონენტისთვის არ არის მიზანშეწონილი ქიმიური ხსნარების, წყლის ან აბრაზიული საწმენდის გამოყენება.

 

  • აპარატში ელემენტის მოსათავსებლად მჭიდროდ დაიჭირე პროდუქტი ხელში
  • ხელის ზემოდან ქვემოთ მოძრაობით ფრთხილად მოხსენი ელემენტის საფარი
  • აპარატში მოათავსე ორი AA (სტანდარტული ზომის) ელემენტი
  • ელემენტების მოთავსების შემდეგ ხელის ქვემოდან ზემოთ მოძრაობით კვლავ დაამაგრე ელემენტის საფარი
  • დარწმუნდი, რომ საფარი მყარად არის დამაგრებული პროდუქტზე

 

  • მაშინ როცა აპარატი 0 მაჩვენებელზეა, ის გამორთულია
  • R1 (სიჩქარე 1) აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
  • R2 (სიჩქარე 2) აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით მძლავრად
  • L1 (სიჩქარე 1) აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
  • L2 (სიჩქარე 2) აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მძლავრად

 

  • გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ ფრჩხილის მოვლის აპარატში მოთავსებულია ელემენტი
  • შეარჩიე სასურველი თავაკი და მოარგე აპარატს
  • მოათავსე ბავშვის ხელი კომფორტულად და ჩართე აპარატი ნელი სიჩქარით და ფრთხილად დაიწყე ფრჩხილზე თავაკის გადატარება
  • აპარატი დაარეგულირე სასურველ სიჩქარესა და მიმართულებაზე ისე, რომ გამოყენება იყოს უსაფრთხო
  • დაზიანების თავიდან ასაცილებლად ყოველ მომდევნო ფრჩხილზე გადასვლისას გამორთე აპარატი და დარწმუნდი, რომ ბავშვი კომფორტულადაა
  • პროცესის დასრულების შემდეგ თავაკები გაწმინდე მშრალი ქსოვილით, ხოლო ბავშვს დაბანე ხელები
  • გამოყენების შემდეგ თავაკები მოხსენი აპარატიდან და კვლავ მოათავსე შესანახ ქეისში

 

გაითვალისწინე: იმ შემთხვევაში, თუ ბრუნვის სიჩქარე შემცირებულია ან შუქი აღარ ინთება, აუცილებელია ელემენტების შეცვლა. ელემენტების შეცვლამდე დარწმუნდი, რომ გადამრთველი გამორთულ მდგომარეობაშია.

 

  • დაზიანებული პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული
  • მოერიდე დაბალი ხარისხის, დაზიანებული ელემენტების გამოყენებას
  • ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის პროდუქტის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო
  • თავაკები უშუალოდ კანზე არ გამოიყენო, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება
  • პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ცხოველებისთვის
  • აპარატს გამოყენებისას არ დაატანო ძალა, რადგან თავაკის ბრუნვა გამოიწვევს წვის შეგრძნებასა და დისკომფორტს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამორთე აპარატი
  • აპარატის გამოყენებისას მბრუნავი თავაკები არ გააჩერო ერთსა და იმავე ადგილას ხანგრძლივად, რათა თავიდან აიცილო ფრჩხილის დაზიანება ან ტკივილი
  • პროდუქტი არ არის წყალგაუმტარი
  • პროდუქტის გამოყენების შემდეგ ფრჩხილის მოვლის ნაკრების ყველა კომპონენტი მოათავსე შესანახ ყუთში, რათა თავიდან აიცილო შემთხვევითი დაზიანება
  • პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული სუსტ, დაზიანებულ, დაავადებულ ან მტვრევად ფრჩხილებზე

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲤᲔᲠᲘ

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page