top of page

ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - SqueezeDose ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲓᲘᲡᲞᲔᲜᲡᲔᲠᲘ - Haakaa

SKU 9420060229585
Price

48,00GEL

  • Haakaa SqueezeDose სილიკონის დისპენსერი - ნაკრები ამარტივებს პატარასთვის წამლის მიღებას
  • შპრიცის მოსახერხებელი ფორმა 2 ცვლადი თავაკით ამარტივებს და უსაფრთხოს ხდის მის გამოყენებას
  • დისპენსერის თავის უნიკალური დიზაინი იცავს ბავშვს სითხის გადაცდენისგან
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - SqueezeDose შესანიშნავი საშუალებაა წამლისა და სხვა თხევადი დანამატების უსაფრთხოდ და კომფორტულად მისაღებად ჩვილებისთვის ან ჭირვეული ბავშვებისთვის. დისპენსერის გამოყენება მარტივია და სითხის ნაკადი მცირე წნევის ზემოქმედებით რეგულირდება. უნიკალური დიზაინით შექმნილ ნაკრებში შედის 2 განსხვავებული ფორმის თავაკი. საწვეთურის ფორმის თავაკიდან სითხე წვეთ-წვეთობით გადმოდის, ხოლო საწოვარას ფორმის თავაკი ორმაგი ჭრილით ეფექტურად ანაწილებს სითხეს პირის ღრუში და ამცირებს გადაცდენის რისკს. ნაკრებში შემავალი საწმენდი ჯაგრისის დახმარებით მარტივია დისპენსერის გასუფთავება, ხოლო ქეისი უზრუნველყოფს პროდუქტის ჰიგიენურ შენახვას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • დისპენსერი, თავაკი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
  • შესანახი კონტეინერი - პოლიპროპილენი
  • მილის საწმენდი ჯაგრისი - ნეილონი, პოლიპროპილენი, უჟანგავი ფოლადი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. ჰიგიენის უზრუნველსაყოფად პროდუქტის გამოყენებამდე დაშალე დისპენსერი და გაასუფთავე - სილიკონის კომპონენტები დააყოვნე ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში. თუ ბავშვს აღენიშნება ვირუსული ინფექცია, ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა გასტერილდეს. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით ან რბილი ჯაგრისის დახმარებით თბილ, საპნიან წყალში. დისპენსერისა და შესანახი ქეისის სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. უჟანგავი ფოლადის კომპონენტების გამო საწმენდი ჯაგრისის მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში გაწმენდა არ არის სასურველი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. სილიკონმა შესაძლოა შეიწოვოს სითხის ფერი, რომელიც მოთავსებულია დისპენსერში, ამიტომ გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ გარეცხე პროდუქტი, რათა თავიდან აიცილო სილიკონის შეფერვა.

 

  • მეთოდი 1: შესაბამისი თავაკის შერჩევის შემდეგ მჭიდროდ დაამაგრე დისპენსერზე. სითხით შესავსებად დააჭირე თითი დისპენსერის ძირზე, მოათავსე თავაკი სითხეში და შემდგომ ნელ-ნელა აუშვი თითი
  • მეთოდი 2: წინასწარ გაზომილი სითხე ჩაასხი დისპენსერის ჭიქაში და მჭიდროდ დაამაგრე თავაკი
  • მოათავსე სილიკონის თავაკი ბავშვის პირში, მას შემდეგ რაც ბავშვი წოვას დაიწყებს, ნაზი მოძრაობით მსუბუქად მიაწოდე სითხე

 

გაითვალისწინე: საწვეთურის წვერის გამოყენებისას ძლიერი შეკუმშვა გამოიწვევს სითხის სწრაფ დინებას. იმისათვის, რომ სითხე წვეთებად გამოიყოს, უნდა მოუჭირო ხელი ნაზად. რეკომენდებულია გამოყენებამდე შეამოწმო ნაკადის სიძლიერე მცირე შეკუმშვით. ასპირატორის ჭიქიდან სითხე ამოიღე ძალიან ნელა, რათა არ წარმოიქმნას ბუშტუკები.

 

დოზის შესამოწმებლად ჭიქა მოათავსე ბრტყელ ზედაპირზე.

 

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო პროდუქტი
  • ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული დისპენსერის დამოუკიდებლად გამოყენება
  • ყოველთვის შეამოწმე სითხის ტემპერატურა გამოყენებამდე
  • არ შეიძლება პროდუქტი გამოყენებულ იქნას, როგორც საწოვარა
  • არ დატოვო პროდუქტი სტერილიზატორის ხსნარში რეკომენდებულ დროზე მეტ ხანს
  • შეავსე დისპენსერი სითხით, ისე რომ არ გასცდეს ზედა საზომ ნიშანს
  • დისპენსერის სილიკონი შესაძლოა დროთა განმავლობაში დაიბუროს, განსაკუთრებით ხისტი წყლით რეცხვის დროს, რაც ნორმალურია და არ მოქმედებს პროდუქტის ეფექტურობაზე

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock