top of page

ᲛᲘᲜᲘ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - ᲮᲘᲚᲘᲡ ᲜᲘᲑᲚᲔᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲔᲘᲜᲔᲠᲘᲗ - Haakaa

Price

72,00GEL

  • Haakaa - ხილის ნიბლერი კონტეინერით საუკეთესო, კომფორტული და უსაფრთხო საშუალებაა ბავშვისთვის მყარი საკვების დასაწყებად
  • კონტეინერი იდეალურია ნიბლერის შესაბამისი ფორმის მოსამზადებლად და საკვების გასაყინად
  • ნიბლერის გამაგრილებელი ფუნქცია უზრუნველყოფს გაღიზიანებული ღრძილების დამშვიდებას
  • რეკომენდებულია 4-6 თვიდან
  • დამზადებულია არატოქსიკური სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს PVC-ს, BPA-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - ხილის ნიბლერი კონტეინერით აჩვევს ბავშვებს მყარი საკვების მირთმევას ოთხი თვიდან.  უმაღლესი ხარისხის საკვები სილიკონისგან დამზადებული ნიბლერი მინიმუმამდე ამცირებს საკვების გადაცდენის რისკს,  ეხმარება პატარას დამოუკიდებლად აღმოაჩინოს ახალი გემოები და მეტად სახალისო გახადოს კვების პროცესი. განსაკუთრებით სასარგებლოა გაყინული საკვების ღეჭვა ბავშვის გაღიზიანებული ღრძილებისთვის, რადგან უმსუბუქებს კბილების ამოჭრისას განვითარებულ უსიამოვნო შეგრძნებებს. 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • დამცავი სარქველი, შემაერთებელი რგოლი, კონტეინერი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • პაუჩი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
  • დამცავი თავსახური - პოლიპროპილენი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პირველ გამოყენებამდე გააცალკევე პროდუქტის ნაწილები ერთმანეთისგან, გარეცხე და გაასტერილე მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში (პოლიპროპილენის თავსახური - 2-3 წუთით). პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია თბილ, საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. 

 

ნიბლერი:

  • საკვები მოათავსე სილიკონის პაუჩში
  • დაამაგრე დამცავი სარქველი შემაერთებელ რგოლზე და ძლიერად დააფიქსირე
  • მიაწოდე შენს პატარას და დრო მიეცი, რომ დამოუკიდებლად აღმოაჩინოს ახალი გემოები

 

კონტეინერი:

  • მოათავსე კონტეინერში სასურველი საკვები: რძე, პიურე ან ახალი ხილი
  • დაახურე თავსახური და გაყინე
  • მას შემდეგ, რაც საკვები გაიყინება, ამოიღე კონტეინერიდან და მოათავსე სილიკონის პაუჩში
  • გარდა ამისა, კონტეინერის გამოყენება შესაძლებელია ხილის ან ბოსტნეულისთვის ფორმის მისაცემად, რომ ადვილად მოთავსდეს პაუჩში

 

რჩევა: პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია გამოყენებისთანავე, რათა თავიდან აირიდო ფერის ცვლილება.

 

გაითვალისწინე:

  • რეკომენდებულია 4-6 თვიდან
  • დაზიანების შემთხვევაში პროდუქტი არ გამოიყენო
  • ნიბლერის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მშობლის ზედამხედველობით
  • არ გააცხელო ნიბლერში მოთავსებული საკვები

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲤᲔᲠᲘ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page