top of page

White Stopper ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ ᲓᲔᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ - Haakaa

SKU 9420060203516
Price

142,00GEL

  • Haakaa - ნაკრები დედებისთვის მოიცავს ყველა იმ აუცილებელ პროდუქტს, რომლის დახმარებითაც რძის შეგროვება მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტურია
  • რძის ბუნებრივი საწველი ხელს უწყობს რძის მარტივ, უმტკივნეულო და სრულფასოვან გამოდინებას
  • საფენის რბილი ზედაპირი ეფექტურად შთანთქავს უნებლიედ გამოყოფილ რძეს, უზრუნველყოფს სისუფთავეს და იცავს ტანსაცმელს ლაქებისგან
  • რძის ბუნებრივი საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას, თავსახური კი იცავს პროდუქტს დაბინძურებისგან
  • პროდუქტები დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - White Stopper ნაკრები დედებისთვის სპეციალურად შექმნილია ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ ლაქტაციის დროს შეინარჩუნონ სისუფთავე და ამასთან, რძის შეგროვების პროცესი გახადონ მეტად კომფორტული და ეფექტური.

 

ნაკრებში შედის:

 

  • Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი (150 მლ)

უზრუნველყოფს რძის მარტივად, კომფორტულად და უმტკივნეულოდ გამოწველას. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. რძის ბუნებრივი საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას, პორტატული დიზაინი კი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას. მსუბუქი და მოსახერხებელი ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.

 

  • Haakaa - რძის ბუნებრივი საწველის ყვავილის ფორმის საცობი

იდეალურად ერგება რძის ბუნებრივ საწველს და იცავს რძის მოულოდნელი დაღვრისგან.

 

  • Haakaa - რძის ბუნებრივი საწველის თავსახური

იცავს რძეს მტვრის ნაწილაკებით დაბინძურებისგან. უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ჰერმეტული თავსახური საუკეთესო გამოსავალია ახლად გამოწველილი რძის უსაფრთხოდ და ჰიგიენურად შესანახად.

 

  • Haakaa - პეპლის ფორმის ერთჯერადი მკერდის საფენები (36 ცალი)

სპეციალურად დამზადებულია რძის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ულტრა შთამნთქმელი შრე ეფექტურად იწოვს რძეს, რაც უზრუნველყოფს სიმშრალეს და იცავს ტანსაცმელს ზედმეტი ლაქებისგან. 100%-ით ნატურალური, ერთჯერადი საფენები უნიკალური ფორმის დახმარებით შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, ასევე, ნაზი ჯაგრისის ან ღრუბლის დახმარებით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენო ულტრაიისფერი სტერილიზატორები ან სარეცხი საშუალებები და ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

  • მოათავსე საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირე ხელი და დააფიქსირე
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლია დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
  • თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებითი მოჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას, რომ არ გადაივსოს
  • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირე ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორე მკერდს, სადგამის დახმარებით შეგიძლია მყარად და უსაფრთხოდ დაამაგრო ბრტყელ ზედაპირზე ან გადაიტანო რძე მინის ბოთლში

 

რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცე საწველის თავი მის ყელამდე, მოითავსე მკერდზე და დააბრუნე თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველე რძე.

 

გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • საწველი არ არის განკუთვნილი რძის გრძელვადიანი შენახვისთვის

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page