top of page

ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ 360° ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ 6 ᲗᲕᲘᲓᲐᲜ - Haakaa

Price

40,00GEL

  • Haakaa - სილიკონის 360° კბილის ჯაგრისი ბავშვს მცირე ასაკიდანვე აჩვევს პირის ღრუს ჰიგიენური ნორმების დაცვას
  • სილიკონის ბარიერი უსაფრთხოს ხდის ჯაგრისის დამოუკიდებლად გამოყენებას ბავშვებში
  • 360°-იანი ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილების სრულყოფილ და ეფექტურ გაწმენდას
  • გამოიყენება 6 თვიდან
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - სილიკონის 360° კბილის ჯაგრისი მშობელს საშუალებას აძლევს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს ბავშვს ჯანსაღი ჩვევები და შეუნარჩუნოს პირის ღრუს ჯანმრთელობა ზრდასრულ ასაკშიც კი. იგი ნაზად წმენდს და ამასაჟებს პატარას კბილებსა და ღრძილებს. სხვა სტანდარტული საბავშვო ჯაგრისებისგან განსხვავებით, 360°-იანი ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილების სრულყოფილ და ეფექტურ გასუფთავებას. სილიკონის ბარიერი უსაფრთხოს ხდის ჯაგრისის გამოყენებას ბავშვებში, ხოლო სადგამი უზრუნველყოფს მის სუფთად, მიკრობებისგან დაცულ შენახვას. Haakaa-ს კბილის ჯაგრისი იდეალური არჩევანია მშობლებისთვის, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი პატარების ჯანმრთელ ჰიგიენურ ჩვევებზე.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

  • დამცავი ბარიერის პოზიცია დაარეგულირე ისე, რომ გამოყენება იყოს კომფორტული და უსაფრთხო
  • დაასველე ჯაგრისი თბილი წყლით, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენე ბავშვისთვის უსაფრთხო კბილის პასტა
  • მიეცი ბავშვს კბილის ჯაგრისი, რათა დამოუკიდებლად შეძლოს კბილებისა და ღრძილების გაწმენდა

 

რჩევა: მცირე რაოდენობით კბილის პასტა გამოიყენე კბილების ამოსვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია იყოს უსაფრთხო და ბავშვებისთვის განკუთვნილი.

 

გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე კბილის ჯაგრისის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო
  • რეკომენდებულია კბილის ჯაგრისის გამოცვლა ყოველ 3-4 თვეში ერთხელ

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲤᲔᲠᲘ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page