top of page

ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - Gen. 1 & Shell Wearable ᲠᲫᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲐᲬᲕᲔᲚᲘ - Haakaa

SKU 9420060228724
Price

92,00GEL

  • Gen. 1 & Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი - ნაკრები უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას
  • Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი ასრულებს როგორც რძის გამოსაწველის, ასევე მკერდის საფენის ფუნქციას
  • მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Gen. 1 & Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი - ნაკრები სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად და უმტკივნეულოდ გამოწველისთვის. მსუბუქი, კომპაქტური და პორტატული დიზაინი კომფორტულს ხდის მათ გამოყენებას მოგზაურობისას.

 

რძის ბუნებრივი საწველი Haakaa Generation 1 (100 მლ) იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას და არ იგრძნობა გამოყენებისას.

 

რძის ბუნებრივ საწველს Haakaa Shell Wearable ორმაგი მოქმედების წყალობით შეუძლია როგორც რძის გამოწველა, ასევე კოლექტორის ფუნქციის შეთავსება. მოხერხებული ფორმის დახმარებით საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • რძის ბუნებრივი საწველი Generation 1 - საკვები ხარისხის სილიკონი
  • რძის ბუნებრივი საწველი Shell Wearable - სამედიცინო ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, ასევე, მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. სტერილიზაციის დროს დარწმუნდი, რომ საწველის სარქველი ღიაა, რადგან არ დეფორმირდეს სილიკონი.

 

დაზიანების შემთხვევაში პროდუქტი არ გამოიყენო და გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველის სარქველის მთლიანობა არ არის დარღვეული და სრულად გამტარია.

 

Generation 1 რძის ბუნებრივი საწველის გამოყენება:

 

  • მოათავსე საწველი მკერდზე ისე, რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირე ხელი ძირზე და დააფიქსირე
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლია დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
  • თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებით მოჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს
  • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირე ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორე მკერდს, ხოლო რძე გადაიტანე მინის ბოთლში

 

რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცე საწველის თავი მის ყელამდე, მოითავსე მკერდზე და დააბრუნე თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველე რძე.

 

Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველის გამოყენება:

 

  • გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ სარქველი მჭიდროდ არის მორგებული, რათა თავიდან აირიდო რძის გადმოღვრა. მოათავსე საწველი მკერდზე ისე, რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად დააჭირე თითი ნიჟარას და დააფიქსირე მკერდზე
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი ან/და არაკომფორტულია, სარქვლის მოხსნით შეგიძლია დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
  • თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ნიჟარაზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას ნიჟარაში, რომ არ გადაივსოს
  • როდესაც დაასრულებ, მოხსენი სარქველი და გამოათავისუფლე წნევა. თითების დახმარებით ფრთხილად მოაშორე მკერდს და გადმოატრიალე ნიჟარა ისე, რომ რძე არ დაიღვაროს
  • რძის კონტეინერში მოსათავსებლად მოხსენი სარქველი და ფრთხილად გადმოღვარე

 

კოლექტორი:

 

  • საწველის კოლექტორად გამოყენების შემთხვევაში, ნიჟარა მოათავსე მკერდზე წნევის გარეშე და დააფიქსირე ბიუსტჰალტერით

 

გაითვალისწინე:

 

  • არ გამოიყენო საწველი ვარჯიშის დროს, არ გადაიხარო ძლიერად ან არ დაწვე სარქვლის დახშობის გარეშე, რადგან შესაძლებელია რძე გადმოიღვაროს
  • დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული ან ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებული რძის მირთმევა პატარებისთვის არ არის რეკომენდებული

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page