top of page

Generation 1 ᲠᲫᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲐᲬᲕᲔᲚᲘ (100 ᲛᲚ) - Haakaa

SKU 9420060203240
Price

55,00GEL

  • Haakaa - Generation 1 რძის ბუნებრივი საწველი უზრუნველყოფს რძის მარტივ, უმტკივნეულო და სრულფასოვან გამოდინებას
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • არის მსუბუქი და კომპაქტური, რაც ამარტივებს სტერილიზაციას
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Generation 1 რძის ბუნებრივი საწველი სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად, კომფორტულად და უმტკივნეულოდ გამოწველისთვის. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. პორტატული დიზაინი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას. მოსახერხებელი ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რათა არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენო ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე, სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. დაზიანების შემთხვევაში პროდუქტი არ გამოიყენო.

 

  • მოათავსე საწველი მკერდზე ისე, რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირე ხელი ძირზე და დააფიქსირე
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლია დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
  • თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებით მოჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს
  • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირე ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორე მკერდს, ხოლო რძე გადაიტანე მინის ბოთლში

 

რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცე საწველის თავი მის ყელამდე, მოითავსე მკერდზე და დააბრუნე თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველე რძე.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

    Quantity

    ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

    bottom of page