top of page

Generation 3 ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲡᲐᲑᲐᲕᲨᲕᲝ ᲑᲝᲗᲚᲘ (160 ᲛᲚ) - Haakaa

SKU 9420060201369
Price

108,00GEL

  • Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლის საწოვარა ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ფორმას, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი კვებიდან ბოთლზე მარტივად გადასვლას
  • ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში
  • აქვს ნელი ნაკადი, გამოიყენება 0-დან 3 თვემდე ბავშვებში
  • მოსახერხებელი ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს PVC-ს, BPA-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი თავსებადია Gen. 3 პროდუქტების სხვადასხვა ნაწილთან. ბოთლის საწოვარა მარტივად ნაცვლდება რძის ბუნებრივი საწველის თავით, საკვები კოვზითა და თავსახურით. ანტიკოლიკური საწოვარა ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. მისი უსაფრთხო და მოსახერხებელი დიზაინი ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ფორმას, რაც ბავშვს ბუნებრივი კვებიდან ბოთლზე მარტივად გადასვლაში ეხმარება.

 

ნაწილები, რომლებიც თავსებადია Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლთან იყიდება ცალკე.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • საბავშვო ბოთლი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი, პოლიფენილსულფონი
  • საბავშვო ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
  • საბავშვო ბოთლის რგოლი და თავსახური - პოლიპროპილენი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია დაშლილ მდგომარეობაში - გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ადუღებულ წყალში საწოვარას 5 წუთით, ხოლო ბოთლის სხვა კომპონენტების - 2-3 წუთით დაყოვნება. ასევე, ოპტიმალურია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. ბოთლის სტერილიზაციისთვის შესაძლებელია ორთქლის სტერილიზატორის გამოყენება. პროდუქტი უნდა გაიწმინდოს მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რომ არ დაზიანდეს ზედაპირი. არ გამოიყენო ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე, სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

  • ბოთლში დაამატე სასურველი რაოდენობის რძე
  • ფრთხილად მოათავსე საწოვარა რგოლში და დაამაგრე ბოთლზე
  • დარწმუნდი, რომ საწოვარა მჭიდროდ არის დაფიქსირებული, რათა თავიდან აირიდო რძის გადმოღვრა
  • კვებამდე შეამოწმე საკვების ტემპერატურა
  • საწოვარას უწყვეტმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილების გაფუჭება 

 

გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის ბოთლის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო
  • რეკომენდებულია ბოთლის საწოვარას გამოცვლა ყოველ 3 თვეში ერთხელ

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით. ბოთლის საწოვარა შეინახე დახურულ კონტეინერში.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page