top of page

ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ ᲨᲞᲠᲘᲪᲘ (10 ᲛᲚ) - Haakaa

SKU 9421904690363
Price

24,00GEL

  • Haakaa - საკვები შპრიცი იდეალურია რძის, სითხეების ან მედიკამენტების უსაფრთხოდ მისაღებად მოუსვენარ ბავშვებში
  • საკვები შპრიცი უზრუნველყოფს როგორც კომფორტს, ისე სისუფთავეს
  • გამოიყენება 0 თვიდან
  • კომპაქტური ფორმის დახმარებით გასუფთავება მარტივია
  • დამზადებულია საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს ტოქსიკურ პოლიპროპილენს, BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - საკვები შპრიცი შესანიშნავი საშუალებაა რძისა და სხვა თხევადი დანამატების უსაფრთხოდ და მარტივად მისაღებად ჩვილებისთვის ან მოუსვენარი ბავშვებისთვის. უნიკალური დიზაინით შექმნილი, უმაღლესი ხარისხის საკვები სილიკონისგან დამზადებული შპრიცის თავი იდეალურად ანაწილებს სითხეს პირის ღრუში და ამცირებს გადაცდენის საფრთხეს. 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია დაშლილ მდგომარეობაში გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. თუ ბავშვს აღენიშნება ვირუსული ინფექცია, ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა გასტერილდეს. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში, რის შემდეგაც კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და სრულად გაშრეს. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. ფერად სითხეებთან კონტაქტის შემდეგ სასურველია გაირეცხოს დაუყოვნებლივ, რათა სილიკონმა ფერი არ შეიცვალოს.

 

  • გასუფთავების შემდგომ გაზომე სითხის სათანადო დოზა საზომ ჭიქაში. დარწმუნდი, რომ ჭიქა ბრტყელ, სტაბილურ ზედაპირზეა
  • მოათავსე შპრიცის წვერი სითხეში და დგუშის დახმარებით შეავსე შპრიცი სითხით
  • დაახურე შპრიცის თავს სილიკონის მატყუარა და დარწმუნდი, რომ მჭიდროდ არის მორგებული და არ იმოძრავებს კვების დროს
  • დაიჭირე ბავშვი პირით ზემოთ და ფრთხილად მოათავსე შპრიცის სილიკონის თავი ბავშვის პირში, რომ ნახვრეტები ლოყებისკენ იყოს მიმართული. მას შემდეგ რაც ბავშვი წოვას დაიწყებს, ნაზი მოძრაობით მსუბუქად მიაწოდე სითხე

 

გაითვალისწინე:
 

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული შპრიცის დამოუკიდებლად გამოყენება
  • არ გადაავსოთ შპრიცი

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock