ᲮᲡᲔᲜᲘᲡ ᲙᲝᲚᲔᲥᲢᲝᲠᲘ (20 ᲛᲚ) - Haakaa
24,00GEL
- Haakaa - ხსენის კოლექტორი განკუთვნილია როგორც ხსენის შესაგროვებლად და შესანახად, ასევე ბავშვის გამოსაკვებად
- ჰერმეტულია, მოსახერხებელია თან სატარებლად და გამოიყენება მრავალჯერადად
- შესაძლებელია როგორც მაღალ, ასევე დაბალ ტემპერატურაზე სტერილიზაცია
- დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Haakaa ხსენის კოლექტორი მსოფლიოში პირველი პროდუქტია, რომელიც საშუალებას აძლევს დედებს ორსულობისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში მარტივად და უსაფრთხოდ შეაგროვონ და შეინახონ ხსენი.
ძირითად შემთხვევაში ხსენს აგროვებენ ერთჯერად შპრიცში, რომელიც უმეტესად დამზადებულია მავნე პლასტმასისგან. Haakaa გვთავაზობს 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან დამზადებულ სპეციალურ კოლექტორს, რომელიც არ გამოყოფს მავნე ტოქსინებს და უსაფრთხოდ ინახავს ხსენს მაცივარში ან საყინულეში და ვარგისია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. რბილი, ელასტიური და მოსახერხებელი ფორმის წყალობით კოლექტორი არ აღიზიანებს დვრილებს და კომფორტულ გამოცილებას ჰპირდება დედებს.
თითოეულ კოლექტორს მოყვება დასაკრავი სტიკერი, რომელზეც შესაძლებელია შეგროვების თარიღის მითითება, რაც ამარტივებს ხსენის შენახვის ვადის კონტროლს.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
საკვები ხარისხის სილიკონი
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
სტერილური კოლექტორი მოთავსებულია ინდივიდუალურ შეფუთვაში, რომელზეც მითითებულია სტერილიზაციის თარიღი. თუ სტერილიზაციიდან 12 თვეა გასული, კოლექტორი გამოყენებამდე სასურველია ხელახლა გასტერილდეს. ასევე, ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაშიც აუცილებელია კოლექტორის სტერილიზაცია, რომელიც შესაძლებელია სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსებით 2-3 წუთის განმავლობაში. კოლექტორის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით ან რბილი ღრუბლით თბილ საპნიან წყალში.
გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ კოლექტორი სტერილურია, შემდეგ ნაზად მოუჭირე ხელი კოლექტორს, რომ წნევის დახმარებით ხსენის შეგროვება გამარტივდეს. ხსენი ინახება მაცივარში დალუქულ მდგომარეობაში, სასურველია მიაკრა სტიკერი, რომელზეც მითითებული იქნება შენახვის თარიღი. კოლექტორის უნიკალური დიზაინით შექმნილი თავი საშუალებას გაძლევს პირდაპირ პროდუქტიდან მიაწოდო ხსენი ახალშობილს. არ დაგავიწყდეს ხსენის შეთბობა კოლექტორის თბილ წყალში მოთავსებით.
გაითვალისწინე:
- არ გამოიყენო დაზიანებული ან არასტერილური პროდუქტი
- არ გადაავსო კოლექტორი, რადგან გაყინვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Haakaa
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
ახალი ზელანდია
Quantity