top of page

Happii Bear ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲞᲐᲣᲩᲘ (2 x 170 ᲛᲚ) - Haakaa

SKU 9420060208771
Price

94,00GEL

  • Haakaa - Happii Bear სილიკონის პაუჩის მოსახერხებელი ფორმა ბავშვს უმარტივებს საკვების მიღებას, შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის და იდეალურია რძისა და ფაფების შესანახად
  • ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება სილიკონის პაუჩიდან
  • ჯვარედინი ჭრილი საშუალებას აძლევს ბავშვს დაარეგულიროს ნაკადის სიმძლავრე
  • მარტივად სუფთავდება და კომფორტულად ივსება ფართო ყელის დახმარებით
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Happii Bear სილიკონის პაუჩი შექმნილია 100%-ით საკვები სილიკონისგან, უნიკალური დიზაინის, მოსახერხებელი ფორმისა და დათვის საყვარელი ყურების დახმარებით უმარტივებს ბავშვს საკვების მიღებას და სახალისოს ხდის კვების პროცესს. პროდუქტი სპეციალურად შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის, იდეალურია რძისა და ფაფების შესანახად როგორც მაცივარში, ასევე მოგზაურობის დროს.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პირველ გამოყენებამდე გააცალკევე პაუჩის ნაწილები ერთმანეთისგან, გარეცხე და გაასტერილე მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია თბილ, საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. აუცილებელია პაუჩის ყველა ნაწილი გაირეცხოს გულმოდგინედ, რომ საკვების ნარჩენები სრულყოფილად მოშორდეს. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

  • გასუფთავების შემდგომ მოათავსე საკვები პაუჩში და მიაწოდე შენს პატარას საწრუპით ან საწრუპის გარეშე (საწრუპის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ბავშვებისთვის)
  • აუცილებლად დააფარე თავსახური, თუ აპირებ საკვების შენახვას მაცივარში.

 

გაითვალისწინე:

  • დაზიანების შემთხვევაში პროდუქტი არ გამოიყენო
  • მიკროტალღურ ღუმელში პაუჩით საკვების გაცხელებისას აუცილებლად მოაშორე საწრუპი, მატყუარა და თავსახური, ყოველთვის შეამოწმე საკვების ტემპერატურა კვებამდე
  • არ გადაავსო
  • არ მოუჭირო და შეანჯღრიო ძლიერად, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შიგთავსის გაჟონვა
  • გამოიყენება მხოლოდ დედის რძისთვის - არ არის რეკომენდებული რძის ფორმულისთვის.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page