top of page

ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ ᲛᲘᲚᲘ - Haakaa

SKU 9420060203530
Price

30,00GEL

  • Haakaa - სილიკონის საკვები მილი გამოიყენება რძის გაშრობის დროს, რათა პატარას არ შეეზღუდოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული უპირატესობები
  • რძის ნაკადის დასარეგულირებლად საკმარისია ბოთლზე მცირე წნევით ზემოქმედება ან საკვები მილის მარეგულირებლის გამოყენება
  • ნაკრებში შემავალი გამწმენდი ჯაგრისი ამარტივებს საკვები მილის გასუფთავებას
  • საკვები მილის გამოყენება მოსახერხებელი და კომფორტულია როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის
  • დამზადებულია საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - სილიკონის საკვები მილი იდეალური არჩევანია დედებისთვის, რომელთაც რძის ნაკლებობის ან გამოშრობის დროს ბავშვის რაციონში დამატებითი კვების ჩართვა სურთ, რათა პატარას არ შეეზღუდოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული უპირატესობები. მილის ერთი ბოლო მარტივად მაგრდება Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლსა და X-ფორმის ცვლადი ნაკადის საწოვარაში, ხოლო მეორე ბოლო უნდა დამაგრდეს დვრილთან, რაც კვების პროცესს მაქსიმალურად ბუნებრივს, კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. რძის ნაკადის დასარეგულირებლად საკმარისია ბოთლზე მცირე წნევით ზემოქმედება ან საკვები მილის მარეგულირებლის გამოყენება. ნაკრებში შემავალი გამწმენდი ჯაგრისი აადვილებს მილის გასუფთავებას, ხოლო სამედიცინო ლეიკო იდეალურად ეწებება კანს, მისი მოხსნა მარტივი და უმტკივნეულოა.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • სილიკონის საკვები მილი - საკვები ხარისხის სილიკონი, პოლიოქსიმეთილენი
  • სილიკონის მილი დამჭერი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • სამედიცინო ლეიკო - უქსოვი Nonwoven თელა ქსოვილი
  • სილიკონის საკვები მილის შესანახი კონტეინერი - პოლიპროპილენი
  • საწმენდი ჯაგრისი - ნეილონი, უჟანგავი ფოლადი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება რეკომენდებულია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. პირველ გამოყენებამდე საჭიროა პროდუქტის ნაწილებად დაშლა და საფუძვლიანი წმენდა, შემდეგ კი ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში დაყოვნება.


მილის გასაწმენდად ბოთლი შეავსე თბილი, საპნიანი წყლით, საკვები მილი მოათავსე X-ფორმის ცვლადი ნაკადის საწოვარას ჭრილში და დაამაგრე ბოთლზე. ბოთლის ძირის შეკუმშვით წარმოქმენი საპნიანი წყლის ნაკადი, რომელიც ეფექტურად გაასუფთავებს მილს, მოქმედება გაიმეორე რამდენჯერმე. შემდეგ ბოთლი შეავსე სუფთა წყლით და იგივე მეთოდის გამოყენებით გაასუფთავე მილი, რათა საპნის ნარჩენები სრულად მოშორდეს. მცირე ზომისა და რთულად მისაწვდომი ადგილების გასასუფთავებლად, მილი თითებს შორის მსუბუქად შეკუმშე და ხელის ჰორიზონტალური მოძრაობით გაასუფთავე. ეფექტური წმენდისთვის გამოიყენე ნაკრებში შემავალი ჯაგრისი.

 


რეკომენდებულია მილის, ადაპტერისა და საკვები მილის დამჭერის სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან ადუღებულ წყალში მოთავსებით 2-3 წუთის განმავლობაში. არ არის მიზანშეწონილი ნაკადის მარეგულირებლისა და საწმენდი ჯაგრისის სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსება. ასევე, საწმენდი ჯაგრისი არ მოათავსო მიკროტალღურ ღუმელში, რადგან შეიცავს უჟანგავ ფოლადს. არ გამოიყენო ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე, სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. მილის გაწმენდა რეკომენდებულია გამოყენებისთანავე, რათა თავიდან აიცილო მასში რძის გაშრობა. მას შემდეგ, რაც მილს გაწმენდ, დარწმუნდი, რომ სრულიად გაშრა, ეს ხელს შეუწყობს ჰიგიენური ნორმების შენარჩუნებას.

 

 

  • მოათავსე საკვები ბოთლში, ფრთხილად მოარგე მილის მსხვილი ბოლო X-ფორმის ცვლადი ნაკადის საწოვარას ჭრილში, რადგან არ დაზიანდეს საკვები მილის ზედაპირი. შემდეგ კი ფრთხილად დაახურე ბოთლს თავსახური
  • მილის მეორე ბოლო მოათავსე მკერდიდან 1-2 სმ.-ის დაშორებით, დააფიქსირე სამედიცინო ლეიკოთი და მილის დამჭერის გამოყენებით
  • ნელა მოათავსე მკერდი და საკვები მილი - ბავშვის პირში
  • ბოთლის ძირის მსუბუქი შეკუმშვით შექმენი რძის ნაკადი მილში. ნაკადის ინტენსივობის გაკონტროლება შეგიძლია ბოთლის შეკუმშვის სიძლიერის შესაბამისად
  • ალტერნატიულად, ნაკადის მართვა შესაძლებელია ნაკადის კონტროლერის დახმარებით, რაც საშუალებას გაძლევს ზუსტად მოარგო საკვების მიწოდების სიჩქარე ბავშვის საჭიროებებს

 

ბოთლი და X-ფორმის ცვლადი ნაკადის მქონე საწოვარა იყიდება ცალკე.

 

გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • ზრდასრულის გარეშე ბავშვისთვის მილის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო
  • კვების დაწყებამდე დარწმუნდი, რომ სამედიცინო ლეიკო საიმედოდ არის დაფიქსირებული კანზე, რათა უზრუნველყო კომფორტი და უსაფრთხოება
  • ჩვილს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე მცდელობა, რომ მარტივად შეძლოს საკვები მილით ჭამა
  • პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page