top of page

ᲓᲕᲠᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲪᲐᲕᲘ ᲝᲕᲐᲚᲣᲠᲘ ᲫᲘᲠᲘᲗ - Haakaa

SKU 9420060201741
Price

55,00GEL

  • Haakaa - დვრილების დამცავი ოვალური ძირით იცავს მკერდს, ხელს უწყობს ნახეთქების შეხორცებას და ამარტივებს ლაქტაციის პროცესს
  • ანატომიური სიზუსტით შექმნილი პროდუქტი საშუალებას აძლევს ბავშვს აკონტროლოს რძის ნაკადი
  • დვრილების დამცავი წნევით მჭიდროდ ემაგრება მკერდს
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - დვრილების დამცავი ოვალური ძირით სპეციალურად შექმნილია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რომელთაც აქვთ ზედმეტად მგრძნობიარე მკერდი ან დაზიანებული დვრილები, თუმცა არ სურთ ლაქტაციის შეწყვეტა. დვრილების დამცავი წნევით მჭიდროდ ემაგრება მკერდს და იცავს მას დაზიანებისგან. უნიკალური ფორმის დახმარებით მკერდსა და დამცავს შორის რჩება სივრცე, რაც კვების პროცესს ხდის უმტკივნეულოს და ხელს უწყობს დაზიანებული მკერდის შეხორცებას. ანატომიური სიზუსტით შექმნილი პროდუქტი საშუალებას აძლევს ბავშვს აკონტროლოს რძის ნაკადი, ლაქტაციაზე მყოფ დედას კი ეხმარება ძუძუთი კვების პროცესი გახდეს მეტად უმტკივნეულო და კომფორტული.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პირველად გამოყენებამდე გაწმინდე პროდუქტი თბილი, საპნიანი წყლით, შემდეგ დააყოვნე ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში. აუცილებელია დვრილების დამცავის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. დვრილების შესანახი ქეისის გასუფთავებისთვის არ გამოიყენო ორთქლის სტერილიზატორი. რეკომენდებულია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა. ასევე, არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. დვრილების დამცავი შეინახე ქეისში.

 

  • გამოყენებამდე გაწმინდე დვრილების დამცავი და დარწმუნდი, რომ ხელები და მკერდი არის სუფთა და მშრალი
  • ხელით მოუჭირე დვრილების დამცავის ზედა ნაწილს, უკან გადაკეცე ოვალური ძირი, მოარგე მკერდს, შემდეგ კი ოვალური ძირი დაუბრუნე თავის საწყის მდგომარეობას, რათა წნევით მიემაგროს მკერდს

 

რჩევა: გამოყენებამდე გამოტუმბე ცოტაოდენი რძე, რათა პატარას კვება გაუმარტივდეს.

 

გაითვალისწინე:

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო პროდუქტი
  • არ შეიძლება პროდუქტის გამოიყენება, როგორც ბავშვის სატყუარა

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page