top of page

Generation 2 ᲠᲫᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲐᲬᲕᲔᲚᲘ - Haakaa

Price

60,00GEL

  • Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი უზრუნველყოფს რძის მარტივ, უმტკივნეულო და სრულფასოვან გამოდინებას
  • ბუნებრივი საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას
  • არის მსუბუქი და კომპაქტური, რაც ამარტივებს სტერილიზაციას
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

    ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

    Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად, კომფორტულად  და უმტკივნეულოდ გამოწველისთვის. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. ბუნებრივი საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას, პორტატიული დიზაინი კი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას. მსუბუქი და მოსახერხებელი ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.

     

    ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

    საკვები ხარისხის სილიკონი

     

    ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

    პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რათა არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენო ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე, სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. დაზიანების შემთხვევაში პროდუქტი არ გამოიყენო. გაითვალისწინე, რომ საწველი არ არის განკუთვნილი რძის გრძელვადიანი შენახვისთვის.

     

    • მოათავსე საწველი მკერდზე ისე, რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირე ხელი ძირზე და დააფიქსირე
    • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლია დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
    • თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებით მოჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს
    • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირე ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორე მკერდს, სადგამის დახმარებით შეგიძლია მყარად და უსაფრთხოდ დაამაგრო საწველი ბრტყელ ზედაპირზე ან რძე გადაიტანო მინის ბოთლში

     

    რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცე საწველის თავი მის ყელამდე, მოითავსე მკერდზე და დააბრუნე თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველე რძე.

     

    ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

    პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

     

    ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

    Haakaa

     

    ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

    ახალი ზელანდია

    ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲐ

    Quantity

    Out of stock

    ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

    bottom of page