top of page

Ladybug ᲠᲫᲘᲡ ᲙᲝᲚᲔᲥᲢᲝᲠᲘ (2 ᲪᲐᲚᲘ) - Haakaa

Price

113,00GEL

  • Haakaa - Ladybug რძის კოლექტორი ასრულებს საფენის ფუნქციას და ამავდროულად აგროვებს გამოყოფილ რძეს
  • მცირე შეკუმშვით მარტივად მაგრდება მკერდზე, მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Ladybug რძის კოლექტორი წარმოადგენს მკერდის საფენის იდეალურ ალტერნატივას, რომელიც ასევე გამოიყენება, როგორც რძის კოლექტორი. პროდუქტი ეფექტურია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ სისუფთავე და ამავდროულად დანაკარგის გარეშე მოაგროვონ რძე. Ladybug ეფექტურად ითავსებს მკერდის საფენის ფუნქციას და იცავს ტანსაცმელს ზედმეტი ლაქებისგან. მოხერხებული ფორმის გამო მარტივად მაგრდება მკერდზე, შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ და გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, ასევე, იცავს რძის გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

სამედიცინო ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, 30°C-ზე დაბალ, საპნიან წყალში გარეცხვა, ასევე, მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. სტერილიზაციის დროს დარწმუნდი, რომ კოლექტორის სარქველი ღიაა, რათა არ დეფორმირდეს სილიკონი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო პროდუქტი და გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ სარქველის მთლიანობა არ არის დარღვეული და სრულად გამტარია.

 

მცირე წნევით:

  • გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ სარქველი კარგად არის მორგებული და რძე არ გადმოჟონავს. მოათავსე კოლექტორი მკერდზე და ნაზად დააწექი Ladybug-ის უკანა ნაწილს, თუ გსურს მცირე წნევის შექმნა რძის გადმოდინებისთვის
  • Ladybug ყოველთვის უნდა დააფიქსირო ბიუსტჰალტერის დახმარებით
  • Ladybug-ის გამოყენება შესაძლებელია დაწოლილ მდგომარეობაში (მხოლოდ მცირე წნევის პირობებში) - დაწექი იმ მხარეზე, რომელზეც Ladybug არ გაქვს მოთავსებული

 

მცირე ზეწოლის მეთოდი არ უზრუნველყოფს დამატებითი რძის გამოწველას მკერდიდან.

წნევის გარეშე:

  • Ladybug-ის კოლექტორის გამოყენება შესაძლებელია მცირე წნევის გარეშე, თუ მკერდი ზედმეტად მგრძნობიარეა. ასეთ შემთხვევაში დარწმუნდი, რომ სარქველი არ არის დამაგრებული და დააფიქსირე ბიუსტჰალტერის დახმარებით
  • Ladybug წნევის გარეშე ეფექტურად აგროვებს რძეს და იცავს გაჟონვისგან

 

გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო კოლექტორი ვარჯიშის დროს, არ გადაიხარო ძლიერად ან არ დაწვე სარქველის დახშობის გარეშე, რადგან შესაძლებელია რძე გადმოიღვაროს
  • დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული ან ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებული რძის მირთმევა პატარებისთვის არ არის რეკომენდებული

 

    ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

    პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

     

    ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

    Haakaa

     

    ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

    ახალი ზელანდია

    ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲐ

    Quantity

    Out of stock

    ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

    bottom of page