top of page

ᲠᲫᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲐᲬᲕᲔᲚᲘ Shell Wearable - Haakaa

Price

63,00GEL

  • Haakaa - Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი ასრულებს როგორც რძის საწველის, ასევე მკერდის საფენის ფუნქციას
  • რძის ბუნებრივი საწველი უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად, კომფორტულად და უმტკივნეულოდ გამოწველისთვის. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. ორმაგი მოქმედების წყალობით შეუძლია როგორც რძის გამოწველა, ასევე კოლექტორის ფუნქციის შეთავსება. მოხერხებული ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

სამედიცინო ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, ასევე, მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. სტერილიზაციის დროს დარწმუნდი, რომ საწველის სარქველი ღიაა, რადგან არ დეფორმირდეს სილიკონი.

 

დაზიანების შემთხვევაში პროდუქტი არ გამოიყენო და გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ სარქველის მთლიანობა არ არის დარღვეული და სრულად გამტარია.

 

რძის ბუნებრივი საწველი:

 

  • გამოყენებამდე დარწმუნდი, რომ სარქველი მჭიდროდ არის მორგებული, რათა თავიდან აირიდო რძის გადმოღვრა. მოათავსე საწველი მკერდზე ისე, რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად დააჭირე თითი ნიჟარას და დააფიქსირე მკერდზე
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი ან/და არაკომფორტულია, სარქვლის მოხსნით შეგიძლია დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
  • თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ნიჟარაზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას ნიჟარაში, რომ არ გადაივსოს
  • როდესაც დაასრულებ, მოხსენი სარქველი და გამოათავისუფლე წნევა. თითების დახმარებით ფრთხილად მოაშორე მკერდს და გადმოატრიალე ნიჟარა ისე, რომ რძე არ დაიღვაროს
  • რძის კონტეინერში მოსათავსებლად მოხსენი სარქველი და ფრთხილად გადმოღვარე

 

კოლექტორი:

 

  • საწველის კოლექტორად გამოყენების შემთხვევაში, ნიჟარა მოათავსე მკერდზე წნევის გარეშე და დააფიქსირე ბიუსტჰალტერით

 

გაითვალისწინე:

 

  • არ გამოიყენო საწველი ვარჯიშის დროს, არ გადაიხარო ძლიერად ან არ დაწვე სარქვლის დახშობის გარეშე, რადგან შესაძლებელია რძე გადმოიღვაროს
  • დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული ან ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებული რძის მირთმევა პატარებისთვის არ არის რეკომენდებული

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

რძის ბუნებრივი საწველი შეგიძლია შეიძინო ორი მოცულობით - 75 და 120 მლ.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲐ

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page