top of page

Happii Bear ᲠᲫᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲜᲐᲮᲘ ᲩᲐᲜᲗᲐ (2 x 260 ᲛᲚ) - Haakaa

SKU 9420060218824
Price

72,00GEL

  • Haakaa - Happii Bear რძის შესანახი ჩანთა - იდეალური გამოსავალია რძის უსაფრთხოდ, საიმედოდ და კომფორტულად შესანახად
  • მულტიფუნქციური ჩანთა მარტივად შეიძლება გარდაიქმნას პაუჩად
  • ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება შესანახი ჩანთიდან
  • მარტივად სუფთავდება და კომფორტულად ივსება ფართო ყელის დახმარებით
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

    ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

    Haakaa - Happii Bear რძის შესანახი ჩანთა იდეალური გამოსავალია რძის უსაფრთხოდ, საიმედოდ და კომფორტულად შესანახად. 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ჩანთა უნარჩუნებს რძეს ყველა სასარგებლო თვისებას, ხანგრძლივად შენახვის დროსაც კი. პროდუქტი ვარგისია მრავალჯერადი გამოყენებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მარტივადაა შესაძლებელი პაუჩად გადაკეთება. გარდა დედის რძისა, ჩანთის გამოყენება შესაძლებელია სხვა ნებისმიერი თხევადი პროდუქტის შესანახად.

     

    ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

    საკვები ხარისხის სილიკონი

     

    ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

    პირველ გამოყენებამდე გააცალკევე ჩანთის ნაწილები ერთმანეთისგან, გარეცხე  და გაასტერილე მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია თბილ, საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. აუცილებელია ჩანთის ყველა ნაწილი გაირეცხოს გულმოდგინედ, რომ საკვების ნარჩენები სრულყოფილად მოშორდეს. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

     

    • გასუფთავების შემდგომ გადაიტანე რძე ჩანთაში, არ გადაავსო, რადგან გაყინვის შემთხვევაში შესაძლოა რძის მოცულობა ბევრად გაიზარდოს
    • მოუჭირე ხელი ჩანთას, რომ ზედმეტი ჰაერი გამოვიდეს, მჭიდროდ დაახურე თავსახური და შეინახე მაცივარში ან საყინულეში
    • გამოყენებამდე გამოიღე რძე მაცივრიდან და მოათავსე თბილ წყალში. რძის გასათბობად მიკროტალღური ღუმელის გამოყენება არ არის რეკომენდებული!

     

    გაითვალისწინე:

    • დაზიანების შემთხვევაში პროდუქტი არ გამოიყენო
    • არ გადაავსო
    • არ მოუჭირო და შეანჯღრიო ძლიერად, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შიგთავსის გაჟონვა

     

    ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

    პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

     

    ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

    Haakaa

     

    ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

    ახალი ზელანდია

    Quantity

    ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

    bottom of page