top of page

Generation 2 ᲠᲫᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲐᲬᲕᲔᲚᲘ ᲗᲐᲕᲡᲐᲮᲣᲠᲘᲗ - Haakaa

Price

75,00GEL

  • Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი თავსახურით უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულყოფილ გადმოდინებას
  • საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას, თავსახური კი იცავს პროდუქტს დაბინძურებისგან
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი თავსახურით უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულყოფილ გადმოდინებას. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. სადგამის დახმარებით საწველი მჭიდროდ ემაგრება ზედაპირს და ხელს უშლის საწველიდან რძის გადმოდინებას, ხოლო თავსახური იცავს რძეს დაბინძურებისგან.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენო ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე, სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

  • მოათავსე საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირე ხელი ძირზე და დააფიქსირე
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლია დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
  • თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებით მოჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს
  • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირე ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორე მკერდს, სილიკონის სადგამით შეგიძლია დაამაგრო საწველი ბრტყელ ზედაპირზე, რათა თავი დაიზღვიო რძის დაღვრისგან

 

რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცე საწველის თავი მის ყელამდე და მოითავსე მკერდზე, წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირე ხელი ძირზე და დააფიქსირე, დაფიქსირების შემდეგ დააბრუნე საწველის თავი თავდაპირველ მდგომარეობაში.

 

გაითვალისწინე:

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო პროდუქტი
  • დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული ან ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებული რძის მირთმევა პატარებისთვის არ არის რეკომენდებული

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲐ

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page