top of page

ᲪᲮᲕᲘᲠᲘᲡ ᲡᲐᲑᲐᲕᲨᲕᲝ ᲐᲡᲞᲘᲠᲐᲢᲝᲠᲘ (ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ) - Haakaa

SKU 9420060219517
Price

160,00GEL

  • Haakaa - ცხვირის საბავშვო ასპირატორი მარტივად, ნაზად და უსაფრთხოდ აშორებს ზედმეტ ლორწოს, უზრუნველყოფს როგორც კომფორტს, ისე სისუფთავეს
  • აპარატს მოყვება 2 ტიპის რბილი თავაკი, რომელიც არ აღიზიანებს ბავშვის ნაზ კანს
  • მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
  • იტენება USB კაბელის დახმარებით, არ საჭიროებს ელემენტებს
  • არ შეიცავს BPA-ს, ეკო-მეგობრულია

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa ცხვირის საბავშვო ასპირატორი სწრაფად, ნაზად და ეფექტურად ხსნის სუნთქვის გაძნელებით გამოწვეულ დისკომფორტს. ერთი ღილაკის დახმარებით არეგულირებს შეწოვის სიძლიერეს, ასუფთავებს სასუნთქ გზებს და უმარტივებს პატარას სუნთქვას. ასპირატორი უზრუნველყოფს უწყვეტ შეწოვას და არ ახდენს სითხის უკუდინებას ნესტოში. მოყვება უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული, 2 განსხვავებული ფორმის თავაკი, რომლებიც არ აღიზიანებს ბავშვის ნაზ კანს. შესაბამისი ფორმის თავაკის შერჩევით პროდუქტი გამოიყენება ჩვილებსა და 12 თვიდან ბავშვებში. ნაკრებში შემავალი საწმენდი ჯაგრისი მარტივად ასუფთავებს ასპირატორს, ხოლო ქეისი ხელს უწყობს პროდუქტის ჰიგიენურ შენახვას. 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • ასპირატორის მოწყობილობა - ABS (Acrylonitrile Butadiene Styrene), ძრავა, ლითიუმ-იონური ბატარეა
  • 2 სილიკონის თავაკი, ფილტრი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • შემგროვებელი კონტეინერი - პოლიკარბონატი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

გასუფთავებამდე ასპირატორი გამორთე დენის წყაროდან და განაცალკევე სილიკონის კომპონენტებისგან. სილიკონის კომპონენტები, შემაგროვებელი კონტეინერი და სატუმბი მილი გაწმინდე საწმენდი ჯაგრისის დახმარებით, თბილ, საპნიან წყალში. სატუმბი მილის შემთხვევაში გაითვალისწინე, რომ არ არის რეკომენდებული ასპირატორთან დიდი რაოდენობით წყლის წვეთების მოხვედრა, რადგან მოწყობილობა არ არის წყალგამძლე და შესაძლოა დაზიანდეს. სილიკონის თავის, ფილტრისა და შემაგროვებელი კონტეინერის სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

დამუხტვის ინსტრუქცია: პირველად გამოყენებამდე ასპირატორი დამუხტე ბოლომდე. მოწყობილობა აღჭურვილია Led ინდიკატორით, რომელიც აინთება მისი დატენვის საჭიროების შემთხვევაში. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, რომლისთვისაც საჭიროა დაახლოებით 2 საათი და 50 წუთი, ასპირატორზე აინთება სამივე მაჩვენებელი.

 

რჩევა: რეკომენდებულია დასამუხტად გამოიყენო USB კაბელი, რომელიც მოყვება პროდუქტს. თუ ასპირატორს არ იყენებ ხშირად, დატენე ის თვეში ერთხელ, რათა ბატარეამ შეინარჩუნოს სიმძლავრე. არ გამოიყენო პროდუქტი დამუხტვის პროცესში. თუ USB კაბელი დაზიანებულია, შეწყვიტე გამოყენება.

გამოყენების ინსტრუქცია:

  • სილიკონის ფილტრი მოათავსე გამოსატუმბ მილზე და დარწმუნდი, რომ კარგად არის დამაგრებული
  • შემგროვებელი კონტეინერი მოათავსე სილიკონის ფილტრზე და დაატრიალე საათის ისრის მიმართულებით
  • შეარჩიე სასურველი სილიკონის თავი და დაამაგრე შემგროვებელ კოლექტორზე

 

რჩევა: მიაქციე ყურადღება შემგროვებელ კონტეინერს, თუ მიაღწევს MAX ნიშნულს, გამორთე და დაცალე კონტეინერი, სანამ გამოყენებას გააგრძელებ. დარწმუნდი, რომ ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხე. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური გამოყენებისთვის და ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირატორის დამოუკიდებლად გამოყენება.
 

  • თუ ლორწო არის მშრალი ან წებოვანი, გამოიყენე 1-2 წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი ან დედის რძე მის დასარბილებლად
  • დააჭირე ასპირატორის ჩამრთველ ღილაკს 3 წამის განმავლობაში
  • კვლავ სწრაფად დააჭირე ღილაკს წნევის ძალის დასარეგულირებლად
  • შეარჩიე შეწოვის შესაბამისი დონე, გამოყენებამდე შეამოწმე სიმძლავრე ხელზე და მოათავსე ასპირატორის თავი ბავშვის ნესტოში
  • პროცედურის დასრულების შემდეგ მოაშორე ასპირატორი ბავშვის ცხვირს, დააჭირე ღილაკს, მანამ სანამ განათება არ ჩაქრება, შემდეგ მოხსენი შემგროვებელი კონტეინერი და გაასუფთავე


გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ასპირატორის დამოუკიდებლად, მშობლის მეთვალყურეობის გარეშე გამოყენება
  • მოარიდე ასპირატორი წყალს, არასდროს გამოიყენო დამუხტვის პროცესში
  • გამოყენებამდე ყოველთვის შეამოწმე ასპირატორის სიძლიერე ხელზე
  • არ დატოვო ასპირატორი ჩართული
  • ასპირატორი ავტომატურად გამოირთვება გამოყენების დაწყებიდან 15 წუთში
  • თუ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებია ასპირატორი, დატენე სრულად
  • ასპირატორის ნაწილები შეინახე ქეისში, რათა არ დაზიანდეს
  • თუ გამოყენებისას იგრძნობა რაიმე დისკომფორტი, დარწმუნდი, რომ ყველა ნაწილი სწორად არის დამაგრებული, თუ კვლავ გრძელდება უსიამოვნო შეგრძნება, შეწყვიტე პროდუქტის გამოყენება

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page