top of page

Angel Wings ᲛᲘᲜᲘᲡ ᲑᲝᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲣᲠᲘ - Haakaa

Price

38,00GEL

  • Haakaa - Angel Wings მინის ბოთლის სახელური შექმნილია, რათა ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს ბოთლის გამოყენება
  • შექმნილია შენი პატარას მაქსიმალური კომფორტისთვის
  • თავსებადია Haakaa-ს 6-8 სმ. დიამეტრის მქონე მინის ბოთლებთან
  • მსუბუქი და მოსახერხებელი ფორმის წყალობით მარტივად ემაგრება ბოთლს  
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Angel Wings მინის ბოთლის სახელური სპეციალურად შექმნილია შენი პატარას მაქსიმალური კომფორტისთვის. უნივერსალური დიზაინის, რბილი და გლუვი სახელური აადვილებს ბოთლის ჭერას და არ აზიანებს ბავშვის ნაზ კანს. უნიკალური ფრთის ფორმა იქცევს პატარას ყურადღებას და უმარტივებს ბოთლის დამოუკიდებლად გამოყენებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პირველ გამოყენებამდე გარეცხე და გაასტერილე მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია თბილ, საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

დაამაგრე სახელური მინის ბოთლზე და დარწმუნდი, რომ მყარად არის მორგებული. დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲤᲔᲠᲘ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page