top of page

Generation 3 ᲛᲘᲜᲘᲡ ᲡᲐᲑᲐᲕᲨᲕᲝ ᲑᲝᲗᲚᲘ - Haakaa

Price

80,00GEL

  • Haakaa - Generation 3 მინის საბავშვო ბოთლი არასტანდარტული, ორთოდონტული, ცენტრიდან გადახრილი საწოვარით ბავშვს საშუალებას აძლევს მარტივად და კომფორტულად მიირთვას
  • ანტიკოლიკური საწოვარა ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში
  • 120 მლ.-იან ბოთლს აქვს ნელი ნაკადი და გამოიყენება 0-დან 3 თვემდე, ხოლო 180 მლ.-იანს აქვს ცვალებადი ნაკადი და გამოიყენება 6 თვიდან
  • მდგრადია მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ, თავსახური არ ატარებს მტვრის ნაწილაკებს და უსაფრთხოა რძის შესანახად
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისა და PP-ისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს PVC-ს, BPA-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Generation 3 მინის საბავშვო ბოთლის დახვეწილი დიზაინი და ორთოდონტული ფორმა იდეალურად ერგება ბავშვის სახისა და პირის ღრუს ფორმას, ხოლო მშობელს საშუალებას აძლევს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარტივად და კომფორტულად მიაწოდოს საკვები პატარას, რაც ეხმარება ბავშვს ბუნებრივი კვება ბოთლის კვებასთან შეათავსოს. საწოვარა იმეორებს დედის მკერდის ფორმას და უზრუნველყოფს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული ყველა უპირატესობის შენარჩუნებას. ანტიკოლიკური სარქველი ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში, ხოლო თავსახურის დახმარებით რძე მარტივად და უსაფრთხოდ ინახება. ბოროსილიკატური მინისგან დამზადებული ბოთლი მდგრადია მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ, ამიტომ გამოიყენება როგორც რძის შესათბობად, ისე შესანახად.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მინის ბოთლი - ბოროსილიკატური მინა
  • ბოთლის საწოვარა - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
  • დასამაგრებელი რგოლი - პოლიპროპილენი
  • თავსახური - პოლიპროპილენი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პირველ გამოყენებამდე განაცალკევე მინის ბოთლი ნაწილებისგან. ბოთლი სტერილიზაციისთვის მოათავსე ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში, ხოლო ბოთლის სხვა აქსესუარები - 2-3 წუთით. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით ან რბილი ჯაგრისით, თბილ, საპნიან წყალში. დარწმუნდი, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ, ბოთლის ყველა ნაწილი სრულად გასუფთავებულია საკვები ნარჩენებისგან. გასუფთავების სხვა მეთოდებმა, რომლებიც არ არის აღწერილი, შესაძლოა დააზიანოს პროდუქტი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. გამოყენების შემდეგ საწოვარა მოათავსე კონტეინერში.

 

შუშის ბოთლზე დატანილია სითხის საზომი საკვები ხარისხის მელნით, რომელიც შესაძლოა წაიშალოს ქიმიური საშუალებებით რეცხვის შემთხვევაში.

 

  • გაზომე და ჩაასხი სასურველი რაოდენობის რძე ბოთლში
  • მოათავსე საწოვარა რგოლში და მიამაგრე ბოთლს

 

ნაკადის ასაკობრივი სპექტრი წარმოადგენს რეკომენდაციას და შესაძლოა ცვალებადი იყოს ბავშვის პირადი საჭიროების მიხედვით.


Haakaa - Generation 3 მინის საბავშვო ბოთლთან თავსებადია:

  • Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა (S/M/L)
  • Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ორთოდონტული საწოვარა (S/M/L)

 

გაითვალისწინე:

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო პროდუქტი
  • ყოველთვის შეამოწმე რძის ტემპერატურა გამოყენებამდე
  • პროდუქტი არ გამოიყენება, როგორც სატყუარა
  • არ გამოიყენო პროდუქტი უდიერად, შუშის ბოთლი შესაძლოა გატყდეს
  • არ გამოიყენო მეტალის ნივთები მოსარევად ან გასაწმენდად, რადგან შესაძლოა დაზიანდეს მინის ზედაპირი
  • ბოთლის საწოვარას გამოცვლა რეკომენდებულია 3 თვეში ერთხელ

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page