top of page

Generation 3 ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲑᲝᲗᲚᲘᲡ ᲐᲜᲢᲘᲙᲝᲚᲘᲙᲣᲠᲘ ᲡᲐᲬᲝᲕᲐᲠᲐ (2 ᲪᲐᲚᲘ) - Haakaa

Price

38,00GEL

  • Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა იმეორებს დედის მკერდის ბუნებრივ ფორმას, ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში
  • თავსებადია ყველა Gen. 3 ბოთლთან
  • ნაკრებში შედის ბოთლის 2 ანტიკოლიკური საწოვარა
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს PVC-ს, BPA-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან და სპეციალურად შექმნილია Gen. 3 ბოთლებისთვის. ანტიკოლიკური საწოვარა ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ბუნებრივ ფორმას და ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში.

 

  • S ზომა საწოვარა - აქვს ნელი ნაკადი, გამოიყენება 0-დან 3 თვემდე
  • M ზომა საწოვარა - აქვს საშუალო ნაკადი, გამოიყენება 3-დან 6 თვემდე
  • L ზომა საწოვარა - აქვს ცვლადი ნაკადი, გამოიყენება 6 თვიდან

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

სამედიცინო ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პირველ გამოყენებამდე სტერილიზაციისთვის პროდუქტი 5 წუთის განმავლობაში მოათავსე ადუღებულ წყალში. პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. დარწმუნდი, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ საწოვარა სრულად გასუფთავებულია საკვები ნარჩენებისგან. რეკომენდებულია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. შემდგომი სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. პროდუქტი შეინახე მშრალ, დალუქულ კონტეინერში.

 

  • გაზომე და ჩაასხი სასურველი რაოდენობის რძე ბოთლში
  • საწოვარა მოათავსე რგოლში და დაამაგრე ბოთლს

 

გაითვალისწინე:

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო პროდუქტი
  • პროდუქტი არ გამოიყენება, როგორც სატყუარა
  • რეკომენდებულია ბოთლის საწოვარას გამოცვლა ყოველ სამ თვეში ერთხელ

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲖᲝᲛᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page