top of page

Penguin ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲜᲐᲖᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲡᲞᲘᲠᲐᲢᲝᲠᲘ - Haakaa

SKU 9420060212822
Price

54,00GEL

  • Haakaa - Penguin სილიკონის ნაზალური ასპირატორი მარტივად, ნაზად და უსაფრთხოდ აშორებს ზედმეტ ლორწოს, უზრუნველყოფს როგორც კომფორტს, ისე სისუფთავეს
  • საწმენდი ჯაგრისი ეფექტურად წმენდს მილის შიდა ზედაპირს
  • მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
  • რკალისებრი წვერი გამოიყენება 0-დან 12 თვემდე, კონუსისებრი წვერი - 12 თვიდან
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Penguin სილიკონის ნაზალური ასპირატორი სწრაფად, უხმაუროდ და ეფექტურად ხსნის სუნთქვის გაძნელებით გამოწვეულ დისკომფორტს. უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული პროდუქტი უსაფრთხოდ ასუფთავებს პატარას ცხვირს ზედმეტი ლორწოსგან და უმარტივებს სუნთქვას. ორმაგი სარქველის დახმარებით სითხის უკუდინება ნესტოში არ ხდება, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. პროდუქტს მოყვება ორი ზომის თავაკი, ამიტომ გამოიყენება ახალშობილებსა და 12 თვიდან ბავშვებში. მოსახერხებელი ფორმის გამო არ აზიანებს პატარას ცხვირს და მარტივად იწმინდება.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

გაასუფთავე პროდუქტი დაშლილ მდგომარეობაში გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. თუ ბავშვს აღენიშნება ვირუსული ინფექცია, ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა გასტერილდეს. რეკომენდებულია მხოლოდ ხელით ან ნაზი ჯაგრისით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, რათა არ დაზიანდეს ასპირატორის ზედაპირი. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. შენახვამდე პროდუქტი გაამშრალე კარგად.

 

უჟანგავი ფოლადის კომპონენტების გამო ასპირატორის საწმენდი ჯაგრისის მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსება არ არის რეკომენდებული.

 

  • შეარჩიე შესაბამისი თავაკი და მოათავსე ასპირატორზე. დარწმუნდი, რომ მყარად არის დამაგრებული
  • ჰაერის გამოსადევნად მსუბუქად მოუჭირე ასპირატორს ხელი, შემდეგ მოათავსე თავაკის ზედა წვერი ნესტოში და ნელ-ნელა შეამცირე წნევა
  • დარჩენილი ლორწოს მოსაშორებლად კვლავ გაიმეორე მოძრაობა. ორმაგი სარქველის დახმარებით სითხე არ დაბრუნდება უკან, ამიტომ გამოყენებისას მსუბუქი შეკუმშვების შეწყვეტა არ არის საჭირო

 

რჩევა: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური სითხის მოსაშორებლად. დარწმუნდი, რომ ასპირატორის თავაკი კარგად არის მორგებული. თუ ლორწო არის მშრალი ან წებოვანი, გამოიყენე 1-2 წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი ან დედის რძე მის დასარბილებლად.

 

გაითვალისწინე:

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო პროდუქტი
  • გამოყენებისას არ მოუჭირო ხელი ასპირატორს ზედა ნაწილში, რადგან შესაძლოა თავი ჩამოვარდეს

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page