top of page

ᲑᲝᲗᲚᲘ ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲙᲝᲕᲖᲘᲗ (120 ᲛᲚ) - Haakaa

SKU 9420060203509
Price

65,00GEL

  • Haakaa - ბოთლი სილიკონის კოვზით ამარტივებს კვების პროცესს როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის
  • ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება ბოთლიდან
  • საკვების გასათბობად რეკომენდებულია ბოთლის ადუღებულ წყალში დაყოვნება
  • გამოიყენება 4-6 თვიდან ბავშვებში
  • ტესტირებულია FDA და ევროპული EN14350 რეგულაციების მიხედვით, დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-ს, ფტალატებსა და ხელოვნურ საღებავებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa-ს უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ბოთლი კოვზით სპეციალურად შექმნილია დედებისთვის, რომელთაც სურთ პატარების გამოკვება მარტივად და კომფორტულად, დამატებითი კონტეინერისა და კოვზის გარეშე. ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება ბოთლიდან, რაც კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის მის გამოყენებას მგზავრობის დროს. ჯვარედინი ჭრილი უზრუნველყოფს ბოთლიდან როგორც სითხის, ისე ფაფის მარტივად გამოდინებას.  მცირე წნევით ზემოქმედებისას მშობელი მარტივად არეგულირებს სითხის ნაკადს. 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

საკვები ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. შესაძლებელია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

 

  • მოათავსე რგოლი ბოთლზე, მეორე რგოლი მოათავსე სილიკონის კოვზზე და მჭიდროდ დაამაგრე ბოთლზე
  • შეავსე ბოთლი საკვებით, ისე რომ არ გასცდეს ზედა საზომ ნიშანს და მცირე წნევის დახმარებით გადმოადინე საკვები კოვზზე
  • კვების დასრულების შემდეგ მოათავსე დასალუქი დისკი ბოთლზე და დაახურე თავსახური, რათა თავი აარიდო საკვების გაჟონვას მგზავრობის დროს

 

რჩევა: დისპენსერში საკვების გაჭედვის შემთხვევაში ერთდროულად მოუჭირე  ხელი ბოთლსა და კოვზის ყელს (სარქველთან).

 

გაითვალისწინე:

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენო პროდუქტი
  • ყოველთვის შეამოწმე საკვების ტემპერატურა გამოყენებამდე
  • შეავსე ბოთლი საკვებით ისე, რომ არ გასცდეს ზედა საზომ ნიშანს
  • არ მოუჭირო ძლიერად და არ შეარხიო ბოთლი, რათა თავიდან აიცილო საკვების გამოჟონვა

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page