top of page

ᲔᲠᲗᲯᲔᲠᲐᲓᲘ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲙᲔᲠᲓᲘᲡ ᲡᲐᲤᲔᲜᲘ (36 ᲪᲐᲚᲘ) - Haakaa

SKU 9421903711540
Price

41,00GEL

  • Haakaa - ერთჯერადი გამოყენების მკერდის საფენები შექმნილია ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ კომფორტი და სისუფთავე მთელი დღის განმავლობაში
  • ულტრა თხელი, დისკრეტული საფენი იდეალურად ერგება მკერდის ფორმას, არ იგრძნობა ტარებისას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს
  • დამზადებულია შთანმთქმელი პოლიმერული მასალისგან (SAP), რაც ხელს უშლის რძის გაჟონვას
  • წყალგაუმტარი ქსოვილი იცავს ტანსაცმელს ლაქებისგან
  • ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA-ს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - ერთჯერადი გამოყენების მკერდის საფენები სპეციალურად შექმნილია ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ კომფორტი და სისუფთავე მთელი დღის განმავლობაში. საფენები დამზადებულია შთანმთქმელი პოლიმერისგან, რომელიც ეფექტურად აკავებს სითხეს, წყალგაუმტარი გარე ფენა კი იცავს ტანსაცმელს ლაქებისა და რძის გაჟონვისგან. საფენი წებოვანი ნაწილით მჭიდროდ ეკვრის ბიუსჰალტერს და შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ. ულტრა თხელი და დისკრეტული სტრუქტურა კანს აძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • ხის პულპისგან დამზადებული ბოჭკოვანი მასალა
  • უქსოვი (Nonwoven) თელა ქსოვილი
  • ქაღალდის ქსოვილი
  • მიკროფოროვანი პოლიეთილენის ფირი
  • შთანმთქმელი პოლიმერი
  • შთანმთქმელი ბამბა

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

  1. ამოიღე საფენი ინდივიდუალური შეფუთვიდან და მოაცილე ქაღალდი საფენის წებოვან ნაწილს
  2. წებოვანი ნაწილით დაამაგრე საფენი ბიუსჰალტერზე
  3. საჭიროებისამებრ შეცვალე საფენი (მაშინვე, როგორც კი საფენის ზედაპირი სრულად გაიჟღინთება).

 

გაითვალისწინე:

 

  • პროდუქტი არ არის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენებისთვის
  • გაღიზიანებისა და ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია საფენის რეგულარულად შეცვლა (მაშინვე, როგორც კი საფენის ზედაპირი სრულად გაიჟღინთება).
  • ახალი საფენის გამოყენებამდე, დარწმუნდი, რომ დვრილები არის მშრალი, ხოლო გაღიზიანების შემთხვევაში წაისვი შესაფერისი კრემი.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page