ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲯᲔᲠᲐᲓᲘ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲙᲔᲠᲓᲘᲡ ᲗᲔᲠᲛᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲔᲜᲘ (2 ᲪᲐᲚᲘ) - Haakaa
106,00GEL
- Haakaa - მრავალჯერადი გამოყენების მკერდის თერმული საფენი უზრუნველყოფს ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებული ტკივილის შემსუბუქებას
- თბილი საფენი ხსნის მასტიტის სიმპტომებისგან გამოწვეულ დისკომფორტს
- საფენის ცივი ფორმით გამოყენება ამცირებს შეშუპებას და ხელს უშლის ანთებითი პროცესის განვითარებას
- ბამბის ნაზი ქსოვილი იცავს კანს საფენთან პირდაპირი შეხებისგან
- არ შეიცავს BPA-სა და ფტალატებს
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Haakaa - მრავალჯერადი გამოყენების მკერდის თერმული საფენი სპეციალურად შექმნილია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონების მაქსიმალური კომფორტისთვის. 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული საფენები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ცივ, ისე თბილ მდგომარეობაში, საჭიროებიდან გამომდინარე. საფენი ხელს უწყობს ჩაკეტილი რძის სადინარების გაწმენდასა და მასტიტის სიმპტომების შემსუბუქებას. გელ-საფენების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ფორმისა და ზომის მკერდისათვის.
თბილი საფენის გამოყენება რეკომენდებულია კვების წინ, რძის ნაკადის გასაზრდელად, ხოლო ცივი - ტკივილისა და შეშუპების მოსახსნელად. თითოეულ საფენს მოყვება რბილი, ორგანული ბამბისგან დამზადებული შალითა, რომელიც ქმნის დამცავ შრეს საფენსა და კანს შორის და იცავს კანს ზედმეტი გაღიზიანებისგან, ხოლო მოსახერხებელი, პორტატული ჩანთა იდეალურია ნებისმიერი სიტუაციისთვის.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
- გელ-საფენი (გარეთა შრე) - პოლივინილის ქლორიდი, პოლიესტერი
- გელ-საფენი (შემადგენლობა) - 61% წყალი, 35% გლიცერინი, 4% კარბოქსიმეთილ ცელულოზა
- ბამბის შალითა - 100%-ით ბუნებრივი ორგანული ბამბა
- ჩანთა - პოლიესტერი, უჟანგავი ფოლადი
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
თერმული საფენი რეგულარულად უნდა გაირეცხოს ხელით თბილ, საპნიან წყალში ან გაიწმინდოს სველი ნაჭრით. ბამბის შალითა უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ ხელით ან სარეცხ მანქანაში, დელიკატურ რეჟიმზე. საფენის გამოყენება რეკომენდებულია მაქსიმუმ 20 წუთის განმავლობაში.
საფენის ცივი ფორმით გამოყენება:
გაყინე სილიკონის საფენები ერთი საათით, შემდეგ მოათავსე ბამბის შალითაში და გამოიყენე. არ არის რეკომენდებული გაყინული საფენის უშუალოდ კანზე შალითის გარეშე მოთავსება, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
საფენის თბილი ფორმით გამოყენება:
- ცხელი წყლის მეთოდი - საფენები მოათავსე ცხელ წყალში 3-5 წუთის განმავლობაში ისე, რომ სრულად ჩაიძიროს. არ გამოიყენო მდუღარე წყალი! შეთბობის შემდეგ საფენები გაამშრალე და მოათავსე ბამბის შალითაში. არ არის რეკომენდებული ცხელი საფენის უშუალოდ კანზე შალითის გარეშე მოთავსება, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
- მიკროტალღური ღუმელის მეთოდი - მიკროტალღურ ღუმელში გელ-საფენის მოთავსება რეკომენდებულია მხოლოდ 20 წამით. ღუმელის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 700 ვატს. ასევე, გაითვალისწინე, რომ გელი მიკროტალღურ ღუმელში თანაბრად არ ცხელდება, ამიტომ სასურველია შეთბობის შემდეგ სითბო ხელით თანაბრად გადაანაწილო. გამოყენებამდე გამთბარი საფენი მოათავსე ბამბის შალითაში.
გაითვალისწინე:
- არ გამოიყენო პროდუქტი, თუ საფენის მთლიანობა დაირღვა
- არ მოუჭირო ხელი და არ შეანჯღრიო ძლიერად
- არ მოათავსო ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად მგრძნობიარე კანზე
- გელის თვალში ან კანზე მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანე თბილი წყლით
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Haakaa
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
ახალი ზელანდია
Quantity