top of page

ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ - ᲡᲘᲚᲘᲙᲝᲜᲘᲡ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ ᲛᲘᲚᲘ & ᲞᲐᲣᲩᲘ - Haakaa

SKU 9420060229523
Price

110,00GEL

  • Haakaa - სილიკონის საკვები მილი გამოიყენება რძის გაშრობის დროს, რომ პატარას არ შეეზღუდოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული უპირატესობები
  • გარდა პაუჩისა, ნაკრების შემადგენლობაშია ხუთი სილიკონის მილი, რაც მის გამოყენებას ყოველდღიურ რეჟიმში უფრო პრაქტიკულსა და კომფორტულს ხდის
  • პაუჩის სპეციალური სამაგრი მარტივად მაგრდება ბიუსჰალტერზე, რაც კვების პროცესს მეტად მოქნილს ხდის
  • დამაკავშირებელი თავსახური და სტოპერი უზრუნველყოფს რძის სტაბილურ ნაკადს და იცავს გაჟონვისგან
  • დამზადებულია საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს
     

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - სილიკონის საკვები მილი & პაუჩი - ნაკრები იდეალური არჩევანია დედებისთვის, რომელთაც რძის ნაკლებობის ან გამოშრობის დროს ბავშვის რაციონში ბუნებრივი კვების ჩართვა სურთ, ისე რომ პატარას არ შეეზღუდოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული უპირატესობები. ნაკრებში შემავალი 170 მლ-იანი პაუჩი და საკვები მილი დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის, არატოქსიკური სილიკონისგან, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო და ხანგრძლივ გამოყენებას. პაუჩის ფართო ყელი ამარტივებს მის შევსებასა და წმენდას, სპეციალური სამაგრით კი მყარად მაგრდება ბიუსჰალტერზე, რაც კვების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. რძის ნაკადის სიჩქარის ინტენსივობის განსაზღვრა შესაძლებელია საკვები მილის მარეგულირებლის საშუალებით. სამედიცინო ხარისხის ლეიკო მყარად აფიქსირებს მილს კანზე, მისი მოხსნა კი მარტივი და უმტკივნეულოა. ნაკრებს ასევე მოყვება შესანახი კონტეინერი, რაც პატარა აქსესუარების მოწესრიგებულად შენახვის საშუალებას იძლევა. პროდუქტის უნიკალური დიზაინისა და მოსახერხებელი ფორმის დახმარებით ჰააკა გთავაზობთ ბუნებრივი კვების ალტერნატიულ, კომფორტულ და მარტივ გამოცდილებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • სილიკონის საკვები მილი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • პაუჩი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • თავსახური - საკვები ხარისხის სილიკონი
  • სილიკონის თავსახური - საკვები ხარისხის სილიკონი
  • საკვები მილის დამაკავშირებელი, შესანახი კონტეინერი - პოლიპროპილენი
  • ნაკადის მარეგულირებელი - პოლიოქსიმეთილენი
  • სამედიცინო ლეიკო - უქსოვი (Nonwoven) ქსოვილი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება რეკომენდებულია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. პირველ გამოყენებამდე საჭიროა პროდუქტის ნაწილებად დაშლა და საფუძვლიანი წმენდა, შემდეგ კი ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში დაყოვნება. მილის გასაწმენდად, პაუჩი შეავსე თბილი, საპნიანი წყლით და მოარგე საკვები მილი. შემდეგ გადააბრუნე პაუჩი და შეკუმშე, რათა წარმოქმნილმა საპნიანი წყლის ნაკადმა ეფექტურად გაასუფთავოს მილი, მოქმედება გაიმეორე რამდენჯერმე. ბოლოს პაუჩი შეავსე სუფთა წყლით და იმავე მეთოდის გამოყენებით გაასუფთავე მილი, რათა საპნის ნარჩენები სრულად მოშორდეს. მცირე ზომის და რთულად მისაწვდომი ადგილების გასასუფთავებლად, მილი თითებს შორის მსუბუქად შეკუმშე და ხელის ჰორიზონტალური მოძრაობით გაასუფთავე. ყველა ნაწილის სტერილიზაცია, გარდა ნაკადის მარეგულირებლისა, რეკომენდებულია ორთქლის სტერილიზატორით ან ადუღებულ წყალში მოთავსებით 2-3 წუთის განმავლობაში. არ არის მიზანშეწონილი ნაკადის მარეგულირებლის სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსება. არ გამოიყენო ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. მილის გაწმენდა რეკომენდებულია გამოყენებისთანავე, რათა თავიდან აიცილო მასში რძის გაშრობა. მას შემდეგ, რაც მილს გაწმენდ, დარწმუნდი, რომ სრულიად გაშრა - ეს ხელს შეუწყობს ჰიგიენური ნორმების შენარჩუნებას. პროდუქტის გასაწმენდად გამოიყენე მხოლოდ რბილი ჯაგრისები ან რბილი ღრუბლები, რადგან მყარმა საწმენდმა ხერხებმა შეიძლება ზედაპირი დააზიანოს.

 

  • პაუჩში მოათავსე საკვები და მოარგე დამაკავშირებელი თავსახური, დაამაგრე მილი და დარწმუნდი, რომ მჭიდროდ იყოს დაფიქსირებული.
  • საკვები მილის მსხვილი ბოლო მოათავსე დამაკავშირებელი თავსახურის მილზე. დარწმუნდი, რომ ნაკადის მარეგულირებელი დაყენებულია ყველაზე ნელ ნაკადზე, რათა თავიდან აიცილო საკვების გადმოღვრა.
  • სპეციალური სამაგრის გამოყენებით მოათავსე პაუჩი ბიუსჰალტერზე თავდაყირა მდგომარეობაში და შეუცვალე პოზიცია საჭიროებისამებრ.
  • მილის მეორე ბოლო მოათავსე დვრილიდან 0.5 სმ-ის დაშორებით, დააფიქსირე სამედიცინო ლეიკოთი, ისე რომ ბავშვისთვის კომფორტული იყოს კვების პროცესი.
  • ნაკადის მართვა შესაძლებელია ნაკადის მარეგულირებლის დახმარებით, რაც საშუალებას გაძლევს, ზუსტად მოარგო საკვების მიწოდების სიჩქარე ბავშვის საჭიროებებს.

 

გაითვალისწინე:

 

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • ზრდასრულის გარეშე ბავშვისთვის მილის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო
  • კვების დაწყებამდე დარწმუნდი, რომ სამედიცინო ლეიკო საიმედოდ არის დაფიქსირებული კანზე, რათა უზრუნველყო კომფორტი და უსაფრთხოება
  • გაითვალისწინე, რომ ჩვილს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე მცდელობა, რომ მარტივად შეძლოს საკვები მილით ჭამა
  • პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ
  • რძის პაუჩით შენახვის შემთხვევაში, პაუჩი დალუქე სილიკონის თავსახურით და მოათავსე მაცივარში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

მცირე ზომის ნაწილები მოათავსე შესანახ კონტეინერში. პროდუქტი ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page