top of page

Generation 3 ᲠᲫᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲐᲬᲕᲔᲚᲘ & ᲑᲝᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲬᲝᲕᲐᲠᲐ (160 ᲛᲚ) - Haakaa

SKU 9420060202274
Price

164,00GEL

  • Haakaa - Generation 3 რძის ბუნებრივი საწველი & ბოთლის საწოვარა უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას
  • ნაკრებში შედის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა, რომელიც თავსდება საწველის კორპუსზე
  • რძის ბუნებრივი საწველი თავსებადია ნებისმიერი ზომის მკერდთან
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • დამზადებულია 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს ტოქსიკურ PP-ს, PPSU-ს, BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Generation 3 რძის ბუნებრივი საწველი & ბოთლის საწოვარა უზრუნველყოფს რძის უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას. მრავალფუნქციური ბოთლი სრულიად თავსებადია Gen. 3 თაობის სხვადასხვა ნაწილებთან. ბუნებრივი საწველი თავი მარტივად ნაცვლდება ანტიკოლიკური საწოვარით, რომელიც ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. მოსახერხებელი და პორტატიული დიზაინი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას როგორც ყოველდღიურად, ასევე მოგზაურობისას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • საბავშვო ბოთლი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი, პოლიფენილსულფონი
  • რძის ბუნებრივი საწველის თავი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • საბავშვო ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
  • საბავშვო ბოთლის რგოლი და თავსახური - პოლიპროპილენი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენო ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე, სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს.

რძის ბუნებრივი საწველის გამოყენება:

  • მოათავსე საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირე ხელი და დააფიქსირე
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულირო შენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე
  • თუ იგრძნობ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებითი მოჭერით შეგიძლია დაუბრუნო თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდი რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს
  • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირე ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორე მკერდს, სადგამის დახმარებით შეგიძლია მყარად და უსაფრთხოდ დაამაგრო საწველი ბრტყელ ზედაპირზე ან რძე გადაიტანო მინის ბოთლში

 

რჩევა: საწველის გამოყენება შესაძლებელია ბავშვის კვების პარალელურად - დაიფიქსირე საწველი მეორე მკერდზე და დარწმუნდი, რომ კარგადაა დამაგრებული, რათა ბავშვის მოძრაობამ არ ჩამოაგდოს იგი.

სილიკონის საბავშვო ბოთლის გამოყენება:

  • ბოთლში დაამატე სასურველი რაოდენობის რძე
  • ფრთხილად მოათავსე საწოვარა რგოლში და დაამაგრე ბოთლზე
  • დარწმუნდი, რომ საწოვარა მჭიდროდ არის დაფიქსირებული, რათა თავიდან აირიდო რძის გადმოღვრა
  • კვებამდე შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა

 

გაითვალისწინე:

  • არ გამოიყენო დაზიანებული პროდუქტი
  • ზრდასრულის გარეშე ბავშვისთვის ბოთლის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page