top of page

Palm ᲦᲠᲫᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲡᲐᲟᲝᲠᲘ - Haakaa

SKU 9421903711830
Price

43,00GEL

  • Haakaa - Palm ღრძილების მასაჟორის მრავალტექსტურული ზედაპირი ამსუბუქებს კბილების ამოსვლისას წარმოქმნილ ღრძილების ტკივილს
  • კომპაქტური ფორმის დახმარებით პატარა ადვილად იჭერს მასაჟორს, ხოლო ფერადი ზედაპირი ხელს უწყობს სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას
  • მასაჟორი გამოიყენება 3 თვიდან
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • დამზადებულია 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრულია, არ შეიცავს BPA-ს, PVC-სა და ფტალატებს

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Haakaa - Palm ღრძილების მასაჟორი ეფექტურად ამსუბუქებს კბილების ამოსვლისას წარმოქმნილ ღრძილების ტკივილს. მისი უნიკალური, ფერადი დიზაინი და განსაკუთრებული ფორმა ხელს უწყობს ბავშვის სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული პროდუქტი არ აღიზიანებს ღრძილებს. მისი გაყინვა შესაძლებელია მაცივარში, რათა უფრო ეფექტურად მოიხსნას ტკივილი. მოქნილი და კომპაქტური ფორმა უმარტივებს პატარას მასაჟორის დამოუკიდებლად გამოყენებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

სამედიცინო ხარისხის სილიკონი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენე ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნე პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. არ გამოიყენო სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს მათეთრებელს. დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ასევე, ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისა და ცხოველებისგან მოშორებით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Haakaa

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ახალი ზელანდია

Quantity

Out of stock

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page